ორი "დინამოს" მატჩი - ზეიმი ბათუმში, მასპინძელთა გამარჯვება და ხვიჩას ნეაპოლში გაცილება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-20 ტურში პირთამდე სავსე სტადიონზე ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამო“ 4:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს. აზაროვის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, კარგი მომენტი დავითაშვილმა ვერ გამოიყენა, შემდეგ ზურიკოს გასროლილს ფლამარიონმა შეუცვალა მიმართულება და აჭარული გუნდი დაწინაურდა. სტუმრებმა საპასუხო იერიშებით უპასუხეს და მოისწრაფიშვილის თავურის მერე „დინამოს“ კარი ძელმა იხსნა. 25-ე წუთზე თბილისელებმა მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგეს და სწრაფი შეტევის შედეგად ალთუნაშვილმა პრიეტოს კარი დალაშქრა. ჭიაბრიშვილის შეგირდები ორმა გაშვებულმა გოლმა არ გატეხა, მეტოქის ნახევარზე აიწიეს, შანსიც მიეცათ, მაგრამ მალის გატანა
კუპატაძემ არ დაანება. 39-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე აზაცკიმ მეტოქეს აჯობა და ამჯერად ხარიხამ ბათუმელები იხსნა. თუმცა ტეიდმა შესვენებაზე გასვლის წინ მესამე გოლი გაუტანა მოწინააღმდეგეს და გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა.

შესვენებაზე ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე გავიდა, გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა, გულთბილად დაემშვიდობა, მათ კი ოვაციებით „ნაპოლიში“ გააცილეს.

მეორე ტაიმი თბილისის „დინამომ“ აქტიურად დაიწყო. შეცვლაზე შესულმა სხირტლაძემ ანგარიში შეამცირა, პირისპირ გასულ ბილენკის მეკარემ არ გაატანინა. კომპენსირებულ დროში დავითაშვილმა მეოთხე გოლი გაუტანა პრიეტოს და ბათუმელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ამ გამარჯვების შედეგად გეგუჩაძის გუნდმა უახლოესი მდევარი თბილისის „დინამო“ 9 ქულით ჩამოიტოვა და „სლოვანთან“ დაპირისპირების წინ შესანიშნავი განწყობა შეიქმნა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 4:1
გოლები: 1:0 ფლამარიონი (17), 2:0 ალთუნაშვილი (25), 3:0 ტეიდი (43), 3:1 სხირტლაძე (59)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, ჩაბრაძე (გაფრინდაშვილი 62), კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი, ალთუნაშვილი (ბიძინაშვილი 81), ტეიდი (ფალავანდიშვილი 75), მამუჩაშვილი, დავითაშვილი, ჯიღაური (რადინი 62), ფლამარიონი (ვაწაძე 81)

დინამო (თბ) (4-2-3-1): პრიეტო, ხარაბაძე (ანტილევსკი 80), კალანდაძე (ხვადაგიანი 46), ბენიო, მალი, მოისწრაფიშვილი (სხირტლაძე 46), მექვაბიშვილი (კ), კამარა (ჩხეტიანი 65), ბარნსი, კირკიტაძე, ბილენკი (გაბედავა 73)

მკითხველის კომენტარები / 20 /
არ გამოაქვეყნებთ,მაგრამ... მორჩით ამ ბაქი-ბუქს და სადღეგრძელოებს, თუ არა და ნახავთ შედეგს ევროტურნირებზე. არავითარი სწორი მენეჯმენტი და ა.შ. არ არის დღემანდელი ბათუმის დინამოს ე.წ. წარმატების საფუძველი, ის, ასე ვთქვათ სამთავრობო პროექტია [რაც კარგია, ცუდი თუ სამართლიანი სხვა კლუბების მიმართ შეიძლება საკამათოა,მაგრამ მგონია ჩვეს მდგომარეობაში ნორმალურია.] და მთავრობის დახმარების გარეშე ვნახავდი როგორ შეინახავდა ბიზმესმენი ბერიძე ამ კლუბს, ისევე როგორც ატმოსფერო და გულშემატკივრობა ბათუმის მერიის დაორგანიზებისა და ხარჯების გარეშე,ამას დაუმატეთ სუპერ სტადიონი ბიუჯეტის ფულით აშენებული და სპორტული თუ ე.წ. სამთავრობო ტელეარხების საიმფორმაციო მხარდაჭერა, ასე რომ ფიფიას რომ ლანძღავთ, ბათუმის დინამო ახლოსაც ვერ მივა თბილისის დინამოსთან მენეჯმენტის თვალსაზრისით, რომლის აღზრდილების გარეშე რა იქნებოდა დღემანდელი ბათუმის დინამო --საკითხავიც არ არის. კიდევ!! პირველი გოლის მომენტში აზარსკი რომ წავიდა ორივე ფეხით მეტოქეზე,რასაც გოლი მოჰყვა, როგორ გგონიათ რამდენი მსაჯი გაატარედს ევროტურნირებზე ყვითლის გარეშე ამ მომენტს--არცერთი.
ჩელე
30 ივნისი 2022 10:56
14
ჩელე არამგონია მართალი იყო..შენი თქმით მთავრობა ფულს გვიხდის ოღონდ მოდით სტადიონზეო, ბილეთებს გვყიდულობს,გვაიძულებს ტალღები ვაკეთოდ და დაუღალავად ვექომაგოდ ჩვენს ბიჭებს და ასე შემდეგ..
17-18 წელი კლუბს ბაზა არ ქონია საწვრთნელი და რომელ აღზდილ ფეხბურთელზე ვისაუბრო პლუს მაშინაც მთავრობა გვაიძულებდა ტრაკტორებიდან რომ გვეყურებინა თამაშს.და ჩვენ არ ვითხოვდით ამდენი ხნის განმავლობაში სტადიონს ხო?ბიუჯეტი მთავრობას არ ეკუთვნის ეს ალბად არ იცი.პლუს ფიფიამ ააშენა დინამო არენა შენი თქმით.. კიდევ ტელევიზია და მედიის დამსახურებაა ქომაგები რომ მივდივართ სტადიონზე და არა პირიქიდ?! და მაინც ვერ გამიგია რა გინდოდა გეთქვა ცუდი რა დაინახე?ალბათ ის ყველა მწვრთნელს და ფეხბურთელს აქ მუშაობა რომ სურს?..
თქვენ მიდით უქომაგეთ თქვენს გუნდს სისტემატიურად და როცა შედეგს ვერ მიაღწევთ ჩვენ ავიღებთ ბათუმის გულშემატკივრები ჩვენს თავზე არაშედეგიანობას..
50 კაცი დადის 50 000 სტადიონზე და რას ითხოვთ ამ დროს კლუბისგან?
დინამო თბილისის პრობლემებს და წარუმატებლობის მიზეზს ჩვენთან ნუ ეძებ ჯერ საკუთარ თავს დაუსვით კითხვა იქნებ არ ქომაგობაა ამ ყველაფრის მიზეზი...
2 კვირაში ერთხელ არის დინამოს თამაში და 1,5 მილიონიან ქალაქში 50-100 კაცია ერთგული ქომაგი ვინც მიდის მოედანზე ამაზე დაფიქრდი და დააფიქრე დინამო თბილისის გულშემატკივრები თუ ნამდვილად გსურს დედაქალაქშიც იგივე და უკეთესი ატმოსფეროს შექმნა..
კადრებში კაგად ჩანს თუ როგორ დავდივართ ოჯახობით საგულშემატკივროდ,უკეთესია ეგ დაინახო არარეალური მიზეზების დანახვას..
შავი კაცი
30 ივნისი 2022 13:26
2
ჭიაბრიშვილი დაღუპავს დინამოს,ის კონფლიქტები რაც მისვლის დღიდან დაიწყო უკვე შედეგზეც აისახა,ვინმე კირკიტაძეს ათამაშებს და სხირტლაძე რომელსაც გოლები გააქვს არ აწყებინებს ჯიუტად,არც პაპავას,,ჯერ სად არის ფიფია ნახავს დინამოს შერცხვენას ჭიაბრიშვილის ხელში .გვახსოვს არარატ არმენიასთან შერცხვენილი ჭიაბრიშვილი.დინამო ჭიაბრიშვილის გარეშე!
სიმართლე
29 ივნისი 2022 23:07
29
სისწრაფე კი აქვს კირკიტაძეს მაგრამ კლასი ნაკლებად ან ეს 19 წლის ბავშვი რომ შემოიყვანა ჩხეტიანი აშკარად ფიზიკურად ძაან სუსტად იყო ეტყობოდა, ხან სად ვარდებოდა და ხან სად
azri
29 ივნისი 2022 23:20
5
ბატონო რომან, მოიშორე ზაზა დოლიძე, დაგღუპავს ეგ კაცი ფინანსურად და პოლიტიკურად ჩაგძირავს…გაითვალისწინე ეს!
დინამოელი
30 ივნისი 2022 00:16
1
მიხარია ბათუმის ამბები. იქნებ ყინული დაიძრას.
პ.ს. არ არის საჭირო ცხვირის აწევა ევროზე მატჩის წინ, არც უაზრო მოლოდინები. არ გაკრიტიკებთ, ვამბობ როგორც მოყვარე, დინამოსთან პირველი ორი გოლო 100-დან 1-2 გადის. ქუთაისთანაც გნახეთ, მიუხედავად ანგარიშისა ქუთაისი წაგებას არ იმსახურებდა, თავიდან. მოკლედ, თუ პირველ გოლი ვერ გაგაქვთ, მერე რა ხდება? ამას ვაისიც ხომ დაინახავს.
გენაცვალეთ
30 ივნისი 2022 10:18
1
რახან დინამოს მოუგო, ესეიგი ავშენებულვართ, ისეთი ყოფილა ბათუმის დინამო. ჯერ ერთი ის რომ კარგი გუნდი რომ იყოს დინამო ბათუმი, კვარაცხელია იტალიაში კიარ გაიქცეოდა. ქართულ ფეხბურთს მიხედავდა როგორც მაგალითისთვის ტოტი და კიდევ ბევრნი. მარტო ფული ხომ არაა საქმე. ლიჟბი ფულები აკეთონ ფედერაციამ და ფეხბურთელემბა, ამ წადი მოდით და წუნ არ იყურებიან. ამდენი ფული ჩაიდო ქართულ ფეხბურთში, შე დალოცვილო, რაღას გარბიხარ? ხალხი შენს საყურებლად მოდის და თუ ყველანი გაიქეცით, ვისაც ფეხბურთის თამაში შეუძლია, მაშინ ვის საყურებლად უნდა ვიაროთ გულშემატკივრებმა??
მორიელი
30 ივნისი 2022 17:47
9
,,კიდევაც დაიზდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი!!"
შავი კაცი
30 ივნისი 2022 20:48
0
Orive gunds aucileblad unda kargi gamocdili centraluri mcveli(mcvelebi)evroturnirze tu ramis mikaela surt.
Givi
30 ივნისი 2022 10:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული