ორი "დინამოს" მატჩი - ზეიმი ბათუმში, მასპინძელთა გამარჯვება და ხვიჩას ნეაპოლში გაცილება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-20 ტურში პირთამდე სავსე სტადიონზე ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამო“ 4:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს. აზაროვის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, კარგი მომენტი დავითაშვილმა ვერ გამოიყენა, შემდეგ ზურიკოს გასროლილს ფლამარიონმა შეუცვალა მიმართულება და აჭარული გუნდი დაწინაურდა. სტუმრებმა საპასუხო იერიშებით უპასუხეს და მოისწრაფიშვილის თავურის მერე „დინამოს“ კარი ძელმა იხსნა. 25-ე წუთზე თბილისელებმა მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგეს და სწრაფი შეტევის შედეგად ალთუნაშვილმა პრიეტოს კარი დალაშქრა. ჭიაბრიშვილის შეგირდები ორმა გაშვებულმა გოლმა არ გატეხა, მეტოქის ნახევარზე აიწიეს, შანსიც მიეცათ, მაგრამ მალის გატანა
კუპატაძემ არ დაანება. 39-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე აზაცკიმ მეტოქეს აჯობა და ამჯერად ხარიხამ ბათუმელები იხსნა. თუმცა ტეიდმა შესვენებაზე გასვლის წინ მესამე გოლი გაუტანა მოწინააღმდეგეს და გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა.

შესვენებაზე ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე გავიდა, გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა, გულთბილად დაემშვიდობა, მათ კი ოვაციებით „ნაპოლიში“ გააცილეს.

მეორე ტაიმი თბილისის „დინამომ“ აქტიურად დაიწყო. შეცვლაზე შესულმა სხირტლაძემ ანგარიში შეამცირა, პირისპირ გასულ ბილენკის მეკარემ არ გაატანინა. კომპენსირებულ დროში დავითაშვილმა მეოთხე გოლი გაუტანა პრიეტოს და ბათუმელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ამ გამარჯვების შედეგად გეგუჩაძის გუნდმა უახლოესი მდევარი თბილისის „დინამო“ 9 ქულით ჩამოიტოვა და „სლოვანთან“ დაპირისპირების წინ შესანიშნავი განწყობა შეიქმნა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 4:1
გოლები: 1:0 ფლამარიონი (17), 2:0 ალთუნაშვილი (25), 3:0 ტეიდი (43), 3:1 სხირტლაძე (59)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, ჩაბრაძე (გაფრინდაშვილი 62), კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი, ალთუნაშვილი (ბიძინაშვილი 81), ტეიდი (ფალავანდიშვილი 75), მამუჩაშვილი, დავითაშვილი, ჯიღაური (რადინი 62), ფლამარიონი (ვაწაძე 81)

დინამო (თბ) (4-2-3-1): პრიეტო, ხარაბაძე (ანტილევსკი 80), კალანდაძე (ხვადაგიანი 46), ბენიო, მალი, მოისწრაფიშვილი (სხირტლაძე 46), მექვაბიშვილი (კ), კამარა (ჩხეტიანი 65), ბარნსი, კირკიტაძე, ბილენკი (გაბედავა 73)

მკითხველის კომენტარები / 20 /
თვალებს ვერ ვუჯერევ რომ ეს საქართველოში ხდება საოცარი ატმოსფერო უმაგრესი თამაშის ხარისხი დღეს თუ სადმე ფეხბურთია საქართველოში არის აჭარაში და არის ულამაზეს ქალაქ ბათუმში მალადეც აჭარლებო თქვენ ხარ იმედი და მაგალითი თუ როგორ უნდა ვუგულშემატკივროთ კლუბებს და დავაბრუნოთ ფეხბურთი საქართველოში ის რაც აჭარაში ხდება საოცრად სასიამოვნოა სასიამოვნო არის დინამოს თამაშების ყურება ვფიქრობ სერიოზული მეტოქე შეხვდა სლოვანს მთავარია გეგუჩაძეს გამოცდილება და ინტელექტი ეყოს ევრო სარბიელზე იმიტომ რათქმაუნდა მის კომპეტენციას არ ვაკნინებ მაგრამ ევრო ჩემპიონატები სხვა გამოცდილებას მოითხოვ რაც სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქ თუმცა მგონია რომ წელს ჯგუფში მოვხვდებით და არ არის გამორიხხული ეს პირდაპირ ჩემპიონთა ლიგა იყოს და წარმომიდგებია აჭარლები როგორ დაანგრევენ სტადიონს უკვე მეც მომწონს რაც იქ ხდება აუცილებლად მივბაძავთ ჩვენც მათ. და ბათუმელ ბიჭებს მაგარი ტემპი აქვთ აკრეფილი დარწმუნებულები არიან თავიანთ თავში ეს ეტყობათ კიდეც სტადიობზე რასაც აკეთებენ და როგორც აკეთებენ და გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ.
T.q კახელი
02:03 30-06-2022
0
ყველაფერი მშვენიერი იყო.ეს თამაში, საყურებლად არავისთან შეგვარცხვენდა.თბილისელებმა ცუდად ითამაშესო,ვერ იტყვი.კარგად ითამაშეს,მაგრამ უფრო ძლიერთან წააგეს,სანახაობრივ ბრძოლაში.ნეტავი ასეთი თამაშები,ასეთი სანახაობა და გულშემატკივრობა,ყველა ქალაქში გაგრძელდეს.ხვიჩას და ორივე დინამოს დავულოცავ გზას,უცხოური გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად.
სოსო
23:45 29-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული