ფორმულა: რომან ფიფია თბილისის "დინამოს" გაყიდვას გეგმავს - განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება

AutoSharing Option
"ფორმულას" ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია გუნდის გაყიდვას აპირებს და ამის შესახებ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.

სოციალურ ქსელში "ფორმულა სპორტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

"ფორმულა სპორტის ექსკლუზიური ინფორმაციით, რომან ფიფია დინამო თბილისის გასხვისებას განიხილავს – ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება.

ბიზნესმენმა, რომელიც საქართველოში დაბრუნებამდე მრავალი წელი რუსეთში მოღვაწეობდა, ქართული კლუბი 2011 წლის იანვარში შეიძინა და რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა; რომან ფიფიას თითქმის 11-წლიანი მმართველობისას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დინამო არენასა და დიღმის საწვრთნელ ბაზას, ასევე, ფუნქციონირება დაიწყო
ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიამ.

ფიფიამ დინამო თბილისში არაერთი გამოცდილი მწვრთნელი და ფეხბურთელი მიიყვანა, თუმცა გულშემატკივართა სანუკვარი სურვილი, კვლავ ეხილათ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროტურნირებზე, შეუსრულებელია. სწორედ ეს გახლავთ მთავარი მიზეზი, რის გამოც უკვე რამდენიმე წელია ქომაგები დინამო თბილისის თამაშებზე ხშირად სკანდირებენ - "დინამო" ფიფიას გარეშე", - წერია პოსტში.
მკითხველის კომენტარები / 46 /
როცა ხალხი დაინახავს, რომ დინამოს გვერდში დგომის აუცილებლობაა, ხალხი შეიძენს აბონიმენტს.
ამო
20 ივლისი 2022 21:04
0
ვერ ხვდება ეს ხალხი რომ დღეს ქართულ ფეხბურთში ფულის ჩამდები გიჟი ცოტა მოიძებნება
გია
20 ივლისი 2022 20:40
38
გუნდის კლავიატურით გულშემატკივრობა არ გამიგია, ფიფიას აგინებთ რო გკითხოთ კაცმა დინამოს დიდი გულშემატკივრები ხართ მარა სტადიონზე წლებია არ ყოფილხართ. ზოგი საერთოდ არ არის ნამყოფი, აქ კომენტარების წერას გირჩევნიათ თამაშებზე იაროთ და იქიდან უგულშემატკივროთ გუნდს და არა კლავიატურიდან.დ.დ.
ბათუმის დინამო
20 ივლისი 2022 20:30
48
მაგ კლაკსვიკის წელს, ლოკომოტივმა იყოჩაღა და ჯერ რუმინეთის ვ8ცე ჩემპიონი დაიფრინა, შემდეგ კი მოსკოვის დინამო და პრინერას გრანადასთან სტუმრად ბრძოლაში წააგო, არ მგონია ლოკოს ამ გამოსვლას ვინმეზე ემოქმედა და თუნდაც 10 კაცი მომატებოდა მის ქომაგთა რიცხვს სტადიონზე... მარტო ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან რო ხ3დსვთ და რატო არ აჯეთ4ბთ ყველა თქვენს საკეთ4ველს მაგტამ იცით რა უნდა ქნას სხვამ იმიტოა ქვეყანა რო გუგუნებს
ვახო
20 ივლისი 2022 22:44
3
თავმოყვარეობა რომ გქონდეს კლაქსვიკთან 1-6ს მერე დ-ზე რაც იწყენა იმ სიტყვებსაც აღარ იტყოდი არათუ სტადიონზე წასვლა :)
ნოდო
20 ივლისი 2022 21:02
5
ზოგი რა უტვინოა... მაგ საქმეს ის მოკიდებს ხელს ვინც იყიდის დინამოს! ორ კაპიკად არ გაიყიდება და მისაგდებად არავინ გადაიხდის მილიონებს!
ზურა
20 ივლისი 2022 20:26
2
არ მეშლება პატარკაციშვილებისგან დინამო უფასოდ მიიღო
w
20 ივლისი 2022 20:20
2
ფიფია წადიო ეძახეთ და აჰა...თუ ეს ინფორმაცია სწორია...კარგი იქნება თუ მცდარი ინფორმაციაა...თუ მართლა ყიდის, ვინ მოკიდებს ხელს ამ ყველაფერს და რაც მთავარია საბავშვო აკადემიას?...ფიფია არი დღევანდელი ქართული ფეხბურთის ბურჯი...კიტეიშვილი,კვარაცხელია,დავითაშვილი,მამარდაშვილი,აზაროვი,ჩაკვეტაძე,ყველა ფიფიას აკადემიის აღზრდილია...და ბევრი ჩვენთაგანი, უმადური და დაუნახავია...
ქუთაისი
20 ივლისი 2022 20:09
45
ეგ აკადემია იმიტო გააკეთა რო ფული უნდოდა ბავშვებით ეკეთებინა კვარა მამარდა და დავითაშვილი გუნდიდან ისე გაუშვა ლარი ვერ აიღო პოტენციალი ვერ დაინახა. 11 წელია ვიღაცა პრარაბები ჩამოყავს და ფეხბურთელები არიანო 6-1 წავაგეთ ფარერებთან აზერები უკვე კონკურენტად აღარ გვთვლიან 3 მილიონიან ქალაქში 800 კაცი დადის სტადიონზე და დაუნახავი კი არა ეს რო წესიერი ქალაქი იყოს კოცონზე დაწვავდნენ ფიფიას 2013-2014ში.
ჩემი ძმა
20 ივლისი 2022 20:41
4
ეგრე რააა მყიდველმაც იცოდეს რატო რას ყიდულობს რას ითხოვს ხალხი
beqa
20 ივლისი 2022 20:07
2
მადლობა ღმერთს ეგება ჩვენსკენაც გამოანათოს მზეეემ ... ფიფიამ თუ გაყიდა დინამო ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება რაც დინამოს პრეზიდენია
bejo
20 ივლისი 2022 20:01
3
უბრალოდ ევროტურნირებს სულ არეულობით ხვდებოდა.ყიდდა საუკეტესოებს ვერ იმატრბდა საჭირი ფეხბურთელებს და მწვრთნელების კორიანტელი ქონდა
არა რუსეთს
20 ივლისი 2022 20:01
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული