ფორმულა: რომან ფიფია თბილისის "დინამოს" გაყიდვას გეგმავს - განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება

AutoSharing Option
"ფორმულას" ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია გუნდის გაყიდვას აპირებს და ამის შესახებ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.

სოციალურ ქსელში "ფორმულა სპორტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

"ფორმულა სპორტის ექსკლუზიური ინფორმაციით, რომან ფიფია დინამო თბილისის გასხვისებას განიხილავს – ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება.

ბიზნესმენმა, რომელიც საქართველოში დაბრუნებამდე მრავალი წელი რუსეთში მოღვაწეობდა, ქართული კლუბი 2011 წლის იანვარში შეიძინა და რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა; რომან ფიფიას თითქმის 11-წლიანი მმართველობისას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დინამო არენასა და დიღმის საწვრთნელ ბაზას, ასევე, ფუნქციონირება დაიწყო
ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიამ.

ფიფიამ დინამო თბილისში არაერთი გამოცდილი მწვრთნელი და ფეხბურთელი მიიყვანა, თუმცა გულშემატკივართა სანუკვარი სურვილი, კვლავ ეხილათ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროტურნირებზე, შეუსრულებელია. სწორედ ეს გახლავთ მთავარი მიზეზი, რის გამოც უკვე რამდენიმე წელია ქომაგები დინამო თბილისის თამაშებზე ხშირად სკანდირებენ - "დინამო" ფიფიას გარეშე", - წერია პოსტში.
მკითხველის კომენტარები / 46 /
ეგრე-რა-შე-დამაქცეველო!!!
svano magarski
20 ივლისი 2022 22:11
2
კარგია, რომ დინამოს აკადემია საკმაოდ კარ ფეხბურთელებს ზრდის, მაგრამ ფაქტია რომ ფიფიამ 12 წლის მანძილზე სხვა ვერანაირ საგრძნობ შედეგს ვერ მიაღწია და ხეირიანად ვერც საკუთარი აკადემიის აღზრდილები გამოიყენა (მაგ: კვარა, ზურიკო, აზაროვი, მამარდაშვილი), ამიტომ რამე ნორმალური ვარიანტის გამოჩენის შემთხვევაში კარგი იქნება თუ გაიყიდება
გიონატ
20 ივლისი 2022 21:04
0
ძალიან მაგარი ამბავია(თუ მორიგი ჭორი არ არის)!!!

ფარერელ მეთევზეებთან 1-6 შერცხვენის მერე სულ მაგას ვიძახდი - დინამო თბილისის გულშემატკივრებმა გამოვისყიდოთ კლუბი ფიფიასგანთქო! იმედია ახლა მაინც დაადგება საშველი მაგ ამბავს და მორიგი "სპეკულიანტი" ბიზნესმენი არ დაისაკუთრებს და კიდევ შემდეგი 10 წელი ის არ გაგვიხდება საგინებელი.

დინამო თბილისი უნდა იყოს ხალხის და იმედია საქართველოს მთავრობის შუამდგომლობითა და მხარდაჭერით მოხდება ამ კლუბის ხალხისთვის მიყიდვა(აქციების სახით). ეს არის შანსი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ფეხბურთის გულშემატკივრისგან ნაწილობრივი პატიება მაინც მიიღოს ერთა ლიგის ფინალში ცარიელი ტრიბუნების გამო(პარალელურად ოცნებისა თუ ნაცების ათეულათასიანი მიტინგების სანქცირებისა). ევრო2021-ზე ვერმოხვედრაში ყველაზე დიდი დამნაშავე იყო მთავრობა და მერე მწვრთნელ-ფეხბურთელები, ფედერაცია და სხვები. პოლიტიკურ ჭრილში რომ არ გამიგოთ ეს პოსტი აქვე ვიტყვი, რომ არც რადიკალი ნავიონალების და მათი შვილობილი პარტიების მომხრე არ ვარ და მაგრად მკიდია წითლებიც და ლურჯებიც! მხოლოდ ნამდვილ ქართველებს და საქართველოს გაუმარჯოს!
უნივერსალი
20 ივლისი 2022 22:30
3
ყველაფერში გეთანხმები ერთი ნიუანსია. რა თქმა უნდა ფარერებთან 6:1 კატასტროფაა მაგრამ თუ ადევნებ თვალს მაგ გუნდმა ნორვეგიის ჩემპიონი 3:1 დაამარცხა და 1 ბურთი დააკლდა რომ დამატებით დროში გადასულიყო. ამას იმიტომ ვამბობ რომ ჩვენც უნდა ვისწავლოთ რეალობის შეფასება და ჩვენი თავი შევაფასოთ და მეტოქე დავაფასოთ. ყველა წინ მიდის და ჩვენ მარტო ფეხბურთში და დინამოში გვინდა ვარსკვლავებს ვწყვეტდეთ. ყველა დავფიქრდეთ რას ვაძლევთ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს საყვარელ კლუბებს აქტივს რომ მერე მოვთხოვოთ და ვიყოთ სამართლიანები. ჯერჯერობით ვაღიაროთ რომ მხოლოდ ვითხოვთ და იშვიათად გავცემთ. ამიტომ იმედი დავიტოვოთ რომ ყველა ჩვენ საქმეს გავაკეთებთ პატიოსნად და შედეგიც გვექნება ნელნელა
ჯონ....
20 ივლისი 2022 23:56
3
ჩვენ სტადიონზე ფეხბურთის ხილვა გვინდა და არა საცირკო წარომდგენის სადაც ჯამბაზები დარბიან ასერომ სად როდის და რა რაოდენობით ვივლით სტადიონზე მაგას ჩვენ გადავწყვეტთ
ბათუმის დინამოს
20 ივლისი 2022 21:54
0
ფიფიაზე ცუდი მფლობელი და მმართველი არავინ იქნება! ამაზე ცუდი შედეგი და ამაზე დაბლა ჩასვლა სადაც არის დინამო უფრო ქვემოთ აღარ არსებობს ნახევრად პროფესიონალური გუდნები გვიგებენ უკვე ეს ფსკერიც აღარა ფსკერიც კი ჩახვირტა უკვე დინამომ.
გოჩა
21 ივლისი 2022 08:05
1
ფიფიამ რაც კარგი გააკეთა იმას არავინ უკარგავს ბაზა აკადემია ნიჭიერ ახალგაზრდებს მისცა შანსი რომ ითამაშონ გაიზარდონ და თავი წარმოაჩინონ მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში რაც არის მთავარი რომ საკლუბო დონეზე გუნდმა ითამაშოს რომელიმე ევროტურნირზე მაგისთვის რაც იყო საჭირო არაფერი გაუკეთებია გუნდს თუ აქვს ამბიცია რომ მოხვდეს რომელიმე ევროტურნირზე სჭირდება 5-6 მაღალი კლასის ლეგიონერი და გამოცდილი კვალიფიციური მწვრთნელი დინამოში სულ მუშაობდნენ დაბალი დონის მწვრთნელები და მოყვადათ გაურკვეველი წარსულისმქონე დაბალი დონის ლეგიონერები თუ არ ჩავთლით ჩისკოს ერთადერთი ლეგიონერი იყო ჩისკო რომელიც შეიძლება გამოარჩიო ამ 11 წლის მანძილზე ფიფიას დინამოში მოყვანილი ლეგიონერებიდან სხვა არავინ და ჩისკოს ნაირი 5-6 მაინც გინდა რომ რამეს მიაწჰიო და მაგ მხრივ არ ყოფილა მუშაობა.
ზურა
21 ივლისი 2022 03:08
1
ფიფია წადიო ეძახეთ და აჰა...თუ ეს ინფორმაცია სწორია...კარგი იქნება თუ მცდარი ინფორმაციაა...თუ მართლა ყიდის, ვინ მოკიდებს ხელს ამ ყველაფერს და რაც მთავარია საბავშვო აკადემიას?...ფიფია არი დღევანდელი ქართული ფეხბურთის ბურჯი...კიტეიშვილი,კვარაცხელია,დავითაშვილი,მამარდაშვილი,აზაროვი,ჩაკვეტაძე,ყველა ფიფიას აკადემიის აღზრდილია...და ბევრი ჩვენთაგანი, უმადური და დაუნახავია...
ქუთაისი
20 ივლისი 2022 20:09
45
ეგ აკადემია იმიტო გააკეთა რო ფული უნდოდა ბავშვებით ეკეთებინა კვარა მამარდა და დავითაშვილი გუნდიდან ისე გაუშვა ლარი ვერ აიღო პოტენციალი ვერ დაინახა. 11 წელია ვიღაცა პრარაბები ჩამოყავს და ფეხბურთელები არიანო 6-1 წავაგეთ ფარერებთან აზერები უკვე კონკურენტად აღარ გვთვლიან 3 მილიონიან ქალაქში 800 კაცი დადის სტადიონზე და დაუნახავი კი არა ეს რო წესიერი ქალაქი იყოს კოცონზე დაწვავდნენ ფიფიას 2013-2014ში.
ჩემი ძმა
20 ივლისი 2022 20:41
4
ეს კარგი ინფორმაციაა, მაგრამ ფასი არ უნდა დაადოს არარეალური! ისეთმა კაცმა უნდა იყიდოს ვისაც ფეხბურთი უყვარს და ამავე დროს თავმოყვარეობაც აქვს.ნუ ფული თავისთავად.სხვაგვარად მივიღებთ ფიფია2-ს
დავით 67
21 ივლისი 2022 04:38
2
რა ღირს ?
QT
20 ივლისი 2022 22:02
1
იგრძნეს ბოლო ჟამის მოახლოება. მაინც რა არი ვაჭარი კაცის გული. )))
ჯონი
20 ივლისი 2022 21:49
3

სიახლეები პოპულარული