ფორმულა: რომან ფიფია თბილისის "დინამოს" გაყიდვას გეგმავს - განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება

AutoSharing Option
"ფორმულას" ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია გუნდის გაყიდვას აპირებს და ამის შესახებ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.

სოციალურ ქსელში "ფორმულა სპორტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

"ფორმულა სპორტის ექსკლუზიური ინფორმაციით, რომან ფიფია დინამო თბილისის გასხვისებას განიხილავს – ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება.

ბიზნესმენმა, რომელიც საქართველოში დაბრუნებამდე მრავალი წელი რუსეთში მოღვაწეობდა, ქართული კლუბი 2011 წლის იანვარში შეიძინა და რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა; რომან ფიფიას თითქმის 11-წლიანი მმართველობისას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დინამო არენასა და დიღმის საწვრთნელ ბაზას, ასევე, ფუნქციონირება დაიწყო
ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიამ.

ფიფიამ დინამო თბილისში არაერთი გამოცდილი მწვრთნელი და ფეხბურთელი მიიყვანა, თუმცა გულშემატკივართა სანუკვარი სურვილი, კვლავ ეხილათ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროტურნირებზე, შეუსრულებელია. სწორედ ეს გახლავთ მთავარი მიზეზი, რის გამოც უკვე რამდენიმე წელია ქომაგები დინამო თბილისის თამაშებზე ხშირად სკანდირებენ - "დინამო" ფიფიას გარეშე", - წერია პოსტში.
მკითხველის კომენტარები / 46 /
ეგრე-რა-შე-დამაქცეველო!!!
svano magarski
20 ივლისი 2022 22:11
2



ფიფიას მთავარი მინუსი ის არის რომ ეგრევე უნდა მილიონები ამოიღოს ( უმრავლეს ქართველსაც ბიზნესი ასე წარმოუდგენია) ამიტომ იწყებოდა მოწინააღმდეგეზე გამაზვა თუნდაც ფეხბურთელების ზედ ევროტურნირებზე წინ გაყიდვა ფიფიას თვის მთავარი ფულის ამოღება იყო მართლაც კარგი ბაზაგააკეთა და გარკვეულწილად წვლილიც მიუძღვის ფეხბურთელების აღზრდაში თუმცა ვერ ვიტყვი რომ კვალიფიციურ კაებსიზიდავდა ბოლოს ეტყობა ამდენმა ლანძღვა გინებამაც თავისი შედეგი გამოიღო. ეხლა მთავარი ვინც დინამოს იყიდის უნდა გაითავისოს რომ დინამო არი ქართული წარმატების სიმბოლო იმხელა მახინჯი სისტემაში იყო მოწინავე პოზიციებზე ულევ ენერგიას და დიდ ფიზიკურ გაძლებას მოითხოვდა მახსოვს ქეცბაიამ მოყვა როცა დინამოში მიწვევა მიიღო ემოციები იმოდენა იყო რომ ბაზაზე მისული კარებთან იდგა და შიგნით ვერ შედიოდა. დინამოს ასეთ მდგომარეობაში ყოფნა მისი მფლობელისთვის ყველაზე ნაკლები დებილი შვილი რომ გაზარდო იმის ტოლფასია.




კახა
20 ივლისი 2022 22:10
1
რა ღირს ?
QT
20 ივლისი 2022 22:02
1
რას ერჩიან ამ საწყალს, პაიდესთან ერთი მაინც ხომ მოვიგეთ. ეგდოს რა
მოკვდეს
20 ივლისი 2022 22:01
13
ჩვენ სტადიონზე ფეხბურთის ხილვა გვინდა და არა საცირკო წარომდგენის სადაც ჯამბაზები დარბიან ასერომ სად როდის და რა რაოდენობით ვივლით სტადიონზე მაგას ჩვენ გადავწყვეტთ
ბათუმის დინამოს
20 ივლისი 2022 21:54
0
იგრძნეს ბოლო ჟამის მოახლოება. მაინც რა არი ვაჭარი კაცის გული. )))
ჯონი
20 ივლისი 2022 21:49
3
ამაზე კარგი ინფორმაცია დიდი ხანია არ გამიგია..მიხედოს თავის ბიზნესს შეგვეშვას
მადრიდისტი
20 ივლისი 2022 21:49
2
ამატ ვერ გაუგებ რომ ჯიგარიხარ რამდენი მილიონი დახარჯე ვინ გიტხრა მადლობა ეგრეა ბრატ.................................
kaka
20 ივლისი 2022 21:14
15
სწრაფად დააჩქაროს რაც შეიძლება მალე მოშორდეს დინამოს დანარჩენი ყველგან წარმატებები
დათო
20 ივლისი 2022 21:10
1
კარგია, რომ დინამოს აკადემია საკმაოდ კარ ფეხბურთელებს ზრდის, მაგრამ ფაქტია რომ ფიფიამ 12 წლის მანძილზე სხვა ვერანაირ საგრძნობ შედეგს ვერ მიაღწია და ხეირიანად ვერც საკუთარი აკადემიის აღზრდილები გამოიყენა (მაგ: კვარა, ზურიკო, აზაროვი, მამარდაშვილი), ამიტომ რამე ნორმალური ვარიანტის გამოჩენის შემთხვევაში კარგი იქნება თუ გაიყიდება
გიონატ
20 ივლისი 2022 21:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული