ქუთაისის "ტორპედომ" 28 წლის პორტუგალიელი მცველი დაიმატა, რომელიც "ბრაგასთან" ერთად ქვეყნის თასის გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
"ტორპედოს" ფან-კლუბის "ჯუნგლების" ინფორმაციით, 28 წლის პორტუგალიელი ცენტრალური მცველი პედრო მონტეირო "ტორპედოში" განაგრძობს.

მონტეიროს არაერთ პორტუგალიურ კლუბში უთამაშია. ის "ფრეამუნდეს", "ეშტორილის", "ფერეირას", აკადემიკა ვიზეუს", ასევე ბრაგას წევრი იყო და ამ უკანასკნელთან ერთად პორტუგალიის თასიც მოიგო.

გასულ სეზონში პედრო პორტუგალიის მე-2 ლიგის ბინადარ "აკადემიკა ვიზეუში" ასპარეზობდა, სადაც 31 შეხვედრა ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ეეეეჰ არაფერი საშველი არ ჩანს.მე რუსთაველი ვარ და ჩემი ქალაქის გუნდი ხო გაუბედურდა,მერე ტიროედოს იმედი მქონდა ლეგიონერებით და იმედებით სავსე ახალი ინვესტორით და ეგეც ცეუ აღმოჩნდა,მერე ბათუმური ვოიაჟი დაიწყო და იმედები ჩაგვესახა ქართველ ქომაგს და იმასაც ცივი შხაპი გადაასხეს,დინამო…ნუ დინამოზე რა ვთქვა ყოველწელს იმედი მქონდა მაგრამ ფიფიამ ვერაფერი გაახერხა.გორის დილა თითქოს კარგად მობილიზდა საევროტურნირიდ და ზედიზედ მეორე წელია პირველი ეტაპიდან დაგვტოვა.ლოკო იყო შემდეგ მოულოდნელად გავლილი 2 ეტაპით და დღეს გავარდნის კანდიდატია,საბურთალო გამომზეურდა უცებ მაგრამ ფაქტი იყო რომ 4 ეტაპს ვერც ის გაივლიდა ასეთი ბიუჯეტით.მოკლედ მეგობრებო იმედდაკარგული ვარ მაგრამ მაინც მოწიწებით ველოდები მომავალ წელს და ახალ ევროტურნირების საკვალიფიკაციოს
ქომაგი
15:09 31-07-2022
2
აი ესაა მიზეზი ერთადგილზე რომ ვტრიალებთ და წარმატებებს ვერ ვაღწევთ,2 რე ლიგიდან რომ მოგყავთ ფეხბურთელებიი,არაერთხელ დაანონსდა რომ დაბალი ბიუჯეტიანი კლუბებს აფრიკიდან და ბრაზილიიდან მოყავთ ახალგაზრდა და ტექნიკური ბიჭები და აგერ ლიგაზეც კი გადიან.....
ასევე
16:17 31-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული