აზაროვის და დავითაშვილის "დინამოდან" წასვლა დადასტურდა - რა ტრანფერებსა და ლეგიონერების ჩამოყვანას აანონსებს არჩილ ბერიძე ბათუმურ გუნდში

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმრობისას დაადასტურა, რომ კლუბს ორი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი და ირაკლი აზაროვი ტოვებენ.

როგორც მან აღნიშნა, ფეხბურთელების აგენტი მამუკა ჯუღელი უცხოეთშია წასული და ორივე მათგანის ტრანსფერზე მუშაობს და წესით, გარიგებას წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს, რაც "დინამოს" ფინანსურად გააძლიერებს, ამ თანხას კი გაძლიერებისთვის და გამოცდილი ლეგიონერების ჩამოყვანისთვის გამოიყენებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მამუკა ჯუღელმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ზურიკო დავითაშვილისა და ირაკლი აზაროვის დამატება სერია A-ს გუნდებს სურთ.
მკითხველის კომენტარები / 33 /
აი რას ნიშნავს ნაკრების კარგი თამაში ! ჩაატარა ნაკრებმა მაგარი ათამაშები ესპანეთთან შცედეთთან ბულგარეთთან მაკედონიასთან და ეგრევე ამოძრავდნენ ტოპ ლიგების გუნდები ! თავის დროზეც რომ ქონოდა ნაკრებს თამაში და შედეგები ქართველები რეალში ლივერპულში იუვეში და ბარსელოონაში ითამაშებდნენ !
zura222
16:19 31-07-2022
8
კარგია კარგია
ტოპ გუნდებში რაც შეიძლება მეტნი.
ეს წამოწევს ადგილობრივ კლუბებს, მოტივაცია გაიზრდება.
ასევე ნაკრები გვიძლიერდება.
მგონი კარგ გზაზე ვდგავართ
თენგო
16:30 31-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული