Geo Team: თბილისის "დინამოს" "ფენერბაჰჩეს" გენერალური სპონსორი ყიდულობს? - რა კომპანიაა Alagoz Holding-ი და რას საქმიანობს ის სპორტში

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ყიდვით თურქული კომპანია Alagoz Holding-ია დაინტერესებული.

მოგეხსენებათ, დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ რამდენიმე კვირის წინ "დინამოს" გაყიდვის ამბავი დაადასტურა და თქვა, რომ მოლაპარაკებას ინვესტორებთან აწარმოებდა.

Geo Team-ის ცნობით, Alagoz Holding-ს სპორტთან მჭიდრო კავშირი აქვს. კომპანია მომავალ წელს კლუბ "ანკარგიუჯიუს" გენერალური სპონსორი იქნება, რომელსაც სასპონსორო სახით 10 მილიონ ევროს მისცემს.

ეს კომპანია ასევე "ფენერბაჰჩეს" საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთი გენერალური სპონსორია და თურქეთში უნივერსიტეტების, კლინიკების და გამაჯანსაღებელი ცენტრების მშენებლობაში იღებს მონაწილეობას.
მკითხველის კომენტარები / 44 /
დააბრუნეთ ჩხეტიანი და დაიწყება დინამოსნდიდებული ხანა
arveladze
21:29 11-08-2022
0
პროფისონალები თავიანთ საქმეში ფინანსისტები, ფეხბურთის მცოდნეები, კარგი ექიმები,რაც ჩვენ კლუბებში ძალიან იშვიათობაა,კლუბებში უნდა ხდებოდეს ყოველდრიური მსჯელობა თუ რა კლუბი უნდათ რო ყავდეთ,სელექციონერებთან კარგ აგენტებთან უნდა ქონდეთ კლუბებს ურთიერთობა, ფეხბურთელების ჯერ ადგილობრივ ბაზარზე უნდა ხდებოდეს მათი მოძებნე, შემდეგ ლეგიონერებზე უნდა მუშაობდნენ, კარგი ქართველი და კარგი ლეგიონერი შედეგს აუცილებლად დადებენ, ამათი შერწყმა უნდა ხდებოდეს,ეროვნულ ჩემპიონატში კერძო ბიზნესი უნდა წახალისდეს სახელმწიფოს მხრიდან, ფულის ჩადების მიზნით,სხვანაირად სულ ცოტა ხანში სან მარინოს კლუბები მოუგებენ დინამოსაც და სხვა ქართულ კლუბებს,მოკლედ ბენიოს- ნაირი ლეგიონერი ჩვენ ჩემპიონატში არ უნდა თამაშობდეს ვითუმეტეს დინამოში.
qomagi
14:20 10-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული