Geo Team: თბილისის "დინამოს" "ფენერბაჰჩეს" გენერალური სპონსორი ყიდულობს? - რა კომპანიაა Alagoz Holding-ი და რას საქმიანობს ის სპორტში

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ყიდვით თურქული კომპანია Alagoz Holding-ია დაინტერესებული.

მოგეხსენებათ, დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ რამდენიმე კვირის წინ "დინამოს" გაყიდვის ამბავი დაადასტურა და თქვა, რომ მოლაპარაკებას ინვესტორებთან აწარმოებდა.

Geo Team-ის ცნობით, Alagoz Holding-ს სპორტთან მჭიდრო კავშირი აქვს. კომპანია მომავალ წელს კლუბ "ანკარგიუჯიუს" გენერალური სპონსორი იქნება, რომელსაც სასპონსორო სახით 10 მილიონ ევროს მისცემს.

ეს კომპანია ასევე "ფენერბაჰჩეს" საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთი გენერალური სპონსორია და თურქეთში უნივერსიტეტების, კლინიკების და გამაჯანსაღებელი ცენტრების მშენებლობაში იღებს მონაწილეობას.
მკითხველის კომენტარები / 44 /
დინამოს გულმშემატკირვებმა, რომ გამოვისყიდოთ კლუბი და რა მივცეთ სხვა გადამთიელებს არ შეიძლება, როგორც ვიცი ესეთი სისტემაა ესპანეთში, რამდენათ ყიდის ფიფია კლუბს? თქვას ბოლოს და ბოლოს და ჩვენ ავაგროვოთ ეს თანხა და იყოს მთლიანათ საქართველოსი, რას იტყვით ხალხო, დაწერეთ კომენტარებში
დიმიტრი
14:03 08-08-2022
15
ძაან კაი.
გამოცდილი კომპანიაა და სერიოზული ბიზნესის მფლობელია.
იცის სპორტი და ფეხბურთთან უშუალო და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.
მიუხედავად იმისა რო ბათუმის გულშემატკივარი ვარ ძალიან გამახარებს ქართული კლუბებისა და მითუმეტეს თბილისის დინამოს წარმატება!
ბათუმელი ექსპერტი
13:20 08-08-2022
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული