სტუმრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მასპინძლები შესვენების შემდეგ პენალტით ძებნიაურმა დააწინაურა. ამის შემდეგ „დინამომ“ ისევ დიდი ძალებით შეუტია და 86-ე წუთზე მამუჩაშვილის ჩაწოდებულ ბურთს ფანცულაიამ თავურით გოშაძის კარში მიუჩინა ადგილი. კომპენსირებულ დროში "ლოკოს" თავდამსხმელი მახარობლიძე მეკარე ალავიძესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ გატანა ვერ შეძლო და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
აჭარული გუნდი 54 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ თბილისის „დინამოს“ 7 ქულით უსწრებს და 1-ელ სექტემბერს „თელავს“ უმასპინძლებს, ხოლო 4 ქულით ბოლო ადგილზე მყოფი „ლოკომოტივი“ იმავე დღეს თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება.
საგურამო. „ლოკო-საგურამო“
ლოკომოტივი - დინამო (ბთ) 1:1
გოლები: 1:0 ძებნიაური (52, პენ), 1:1 ფანცულაია (86)