"სამგურალმა" განელი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
განელი ნახევარმცველი ელვის საკი კარიერას "სამგურალში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოური კლუბი საიტით ავრცელებს:

"წყალტუბოს "სამგურალმა" 25 წლის განელი ლეგიონერი ელვის საკი დაიმატა. საკი ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია და ბოლოს ისრაელის პირველი ლიგის აფულას "ჰაპოელში" თამაშობდა.

"სამგურალის" ახალწვეულის პროფესიული კარიერა სამშობლოში კლუბ "FC Cheetah"- ში დაიწყო, საიდანაც 2017 წელს გადავიდა თურქულ "მალთეპესპორში". მისი მოდევნო კლუბი იყო კვიპროსული "ლარნაკა". კვიპროსიდან მალტაში გადაინაცვლა და "გზირა იუნაიტედსა" და "ატლეტიკში" -ში ითამაშა.

2020 წლიდან ელვის საკი ისრაელის ჩემპიონატში თამაშობდა. იქ ჯერ ფეთაჰ თიკვას "მაკაბის"
ღირსებას იცავდა, შემდეგ კი აფულას "აპოელში" ირიცხებოდა. ისრაელიდან კარიერა სლოვენიურ "პრიმორიეში" უნდა გაეგრძელებინა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და საკი თავისუფალი აგენტის სტატუსით "სამგურალში" ჩაირიცხა".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ქართველები, ათამაშოთ არ ჯობია? ვის რაში ჭირდება ესენი?
ლაშა
17:32 17-09-2022
1
თვალი მომცა და მაყურებინაო, ამაზეა Nათქვამი რა.
ბუდუნჯი, ცვალეს დეიდაშვილი
14:44 17-09-2022
0

სიახლეები პოპულარული