"ტორპედომ" ლიდერ ბათუმის "დინამოსაც" სძლია და მესამე ადგილზე აღზევდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა.

„ტორპედომ“ ზესტაფონში გიგაურის მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლით ლიდერი ბათუმის „დინამო“ 1:0 დაამარცხა.

„ტორპედომ“ ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 43 ქულით მესამე ადგილზეა და 2 ოქტომბერს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. რაც შეეხება ბათუმის „დინამოს“, 60 ქულით ლიდერია და იმავე დღეს ბოლნისში „სიონს“ დაუპირისპირდება.

ზესტაფონი. „დავით აბაშიძე“
ტორპედო - დინამო (ბთ) 1:0
გოლი: გიგაური (27)

„სიონისა“ და „ლოკომოტივის“ შეხვედრა 2:2 დასრულდა.

საგურამო. „ლოკო-საგურამო“
ლოკომოტივი - სიონი 2:2
გოლები: 1:0 ძებნიაური (43,
პენ), 1:1 ნ.ხორხელი (52), 2:1 მახარობლიძე (54), 2:2 ნ. ხორხელი (68, პენ)

მკითხველის კომენტარები / 11 /
მიხარია ტორპედოს მოგება მაგრამ ეს იმას კი არ აღნიშნავს რომ ტორპედო გაძლიერდა არა ბათუმის დაბლასვლას ნიშნავს
იბერიელი68
20:11 19-09-2022
0
ახლა ხო დარწმუნდით ჩხეტიანი რო ძლიერი სპეციალისტია? ცეცაძეებს და ვიღაცეებს გვტენიდნენ მაგრამ არ გამოუვიდათ :):):)
sormona
11:28 19-09-2022
1

სიახლეები პოპულარული