თბილისის "დინამომ" ბათუმის "დინამოს" სხირტლაძის გოლით სძლია და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 29-ე ტურში თბილისის "დინამომ" სახლში ბათუმის "დინამო" 1:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი დაძაბული გამოდგა, უფრო საინტერესო და კარგი სანახავი მეორე ტაიმი იყო. ორივე გუნდი უტევდა, უკეთესი მომენტები მასპინძლებმა შექმნეს: ჯერ კამარამ ანტილევსკის გარღვევისა და პასის შემდეგ ახლო მანძილიდან ცარიელ კარში ვერ გაიტანა, ცოტა ხანში კი სხირტლაძემ თავურით დალაშქრა ალავიძის კარი. 79-ე წუთზე თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი ბარნსი მეტოქეს ეუხეშა, საქართველოში VAR-ის სისტემა ჩემპიონატის მატჩზე პირველად იქნა გამოყენებული და მსაჯმა კვირიკაშვილმა ოსეი გააძევა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და
დედაქალაქურმა კლუბმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

თბილისის „დინამო“ გალიდერდა და 16 ოქტომბერს ბოლნისში „სიონს“ შეხვდება, ხოლო ბათუმის „დინამო“ მეორე ადგილზე დაქვეითდა და იმავე დღეს „დილას“ უმასპინძლებს.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 1:0
გოლი: სხირტლაძე (68)
გაძევება: ბარნსი (79)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ქვეყნისთვის და ეროვნული ნაკრებისთვის კარგი საქმე იყო რა თქმა უნდა ხვიჩას და ზურიკოს ბათუმში მიყვანა, მარა თავად ბათუმელთათვის ძაან ცუდი აღმოჩნდა რადგან გუნდი აეწყო მათზე და მათი წასვლის მერე ვეღარ დაუბრუნდნენ იმას რასაც მათ მოსვლამდე აკეთებდნენ.
ტტტ
13:59 08-10-2022
0
ესეთი რამე არასოდეს დამიწერია, თუ არ ვცდები და ეხლა დავწერ, საზიზღრობა !
100%
10:07 08-10-2022
0

სიახლეები პოპულარული