არჩილ ბერიძე: ფული ჩვენთვის არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი მნიშვნელობის

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მატჩებზე სიმბოლურ ფასად დასწრებას დაჰპირდა:

"მსურს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთო და ჩემი შეხედულება გავუზიარო "დინამო ბათუმის" ერთგულ გულშემატკივარს.

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, ვინც ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით უმაყოფილო და იმედგაცრუებულია. გთხოვთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეც იგივენაირად და რიგ შემთხვევებში უფრო მძაფრადაც განვიცდი თითოეულ წარუმატებლობას.

აქვე სიამაყით მინდა აღვნიშნო ერთი გარემოება, ჩემი და ჩემი პარტნიორების კლუბის სათავეში მოსვლის
შემდეგ "დინამო ბათუმის" განვითარების ვექტორი საფუძვლიანად შეიცვალა და შესაბამისად იცვლება მოთხოვნებიც. ახლა "დინამო ბათუმისგან" მხოლოდ გამარჯვებებს და ტიტულებს ელიან. პირადად ჩემთვის სწორედ ეს არის მთავარი მონაპოვარი და მომავალი პროგრესის საწინდარი.

არაერთხელ მითქვამს და ყოველთვის და ყველგან ხაზგასმით აღვნიშნავ, თუ რაოდენ დიდი წვლილი აქვს ჩვენს ზრდასა და განვითარებაში გულშემატკივარს. ამ ერთობის გარეშე რაიმე ტიპის წარმატებაზე ფიქრიც კი შეუძლებელი იქნებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, "დინამო ბათუმის" დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მომდევნო ოთხ საშინაო შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები სიმბოლურ ფასად, 50 თეთრად გაიყიდება. ეს გადაწყვეტილება იმითაც არის განპირობებული, რომ ფული არასოდეს ყოფილა ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის, მთავარი ჩვენი ერთიანობაა.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ჟესტი დადებით ეფექტს მოახდენს გულშემატკივარზე, რაც დარჩენილ მატჩებში სავსე ტრიბუნებს, საოცარ ქომაგობას და "დინამო ბათუმის" გამარჯვებებს მოგვიტანს".

მკითხველის კომენტარები / 16 /
ნახევარი გუნდი გაყიდეს თეთრებში ცხელი ღვეზელივით და ფული არააო მთავარი)))ამხელა უტვინო როგორ უნდა იყო კაცი,ხედავ ხალხი ავსებს სტადიონს,50 თეთრი კი არა 25 ლარიან ბილეთებს ყიდულობდნენ,ჩამოიყვანე ერთი ორი ნორმალური ლათინოსი,ან აფრიკელი,დააყენე ნორმალური მწვრთნელი და იყავი მშვიდად...
გიუშა
19:16 13-10-2022
3
დინამო ბათუმის საგულშემატკივროდ ჩვენ გულშემატკივრებსაც არ გვქონია არასდროს ფულის გადახდაზე პრობლემა. რამდენჯერ იყო სავსე სტადიონი 20 ლარი რომ ღირდა ბილეთი? რამდენი ხალხი რჩებოდა უბილეთოდ? რამდენი ცდილობდა ორმაგ ფასად ეყიდა ბილეთი? უბრალოდ დაფიქრდით ბატონო არჩილ. ეგ კი არ უნდა გექნა. იმ შემოსავლით რასაც ღებულობდი ვაწაძე და ღუდუშაური კი არ უნდა მოგეყვანა. ღუდუშაური სკანდალში გახვეული ფეხბურთელია. ვაწაძე ჩემზე ასაკიანი. (მე 32 წლის ვარ). გოლის გატანა მაგან არ იცის და სირბილი. ვინები გაუშვი გუნდიდან და ვინ მოიყვანე გადახედე შემადგენლობას. ამათ საყურებლად არ მოვა ხალხი. აზაროვი. მანჯგალაძე. ლობჯანიძე. გეგეჭკორი. გაფრინდაშვილი. და მოიყვანე ღუდუშაური. ვაწაძე. რომლებიც არაფრად არ ვარგა. არაფერს ვამბობ ზურიკოსა და ხვიჩაზე ვინც ნამდვილად ცოდვა იყო ჩვენ ჩემპიონატში დასარჩენად. ასე თუ გაგიჭირდა 50 თეთრი კი არა 10 ლარს დავხარჯავ და 20 ბილეთს ვიყიდი. (ყოველ თამაშზე ბილეთს ვყიდულობდი 10 ლარიანს). ასე რომ გულშემატკივარის ნუ აქადნი ფული არაა ჩემი პრიორიტეტიო.
roma bejanidze
18:59 13-10-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული