ეროვნული ლიგის 30-ე ტურში ქუთაისის "ტორპედოსა" და "საბურთალოს" შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
აღნიშნულ მატჩში თბილისური გუნდის შემადგენლობიდან იური ტაბატაძემ (45+3 წუთზე) ულამაზესი გოლი გაიტანა.
ქუთაისელების შემადგენლობიდან თავი ნიკა სანდოხაძემ (39-ე წუთზე) გამოიჩინა.
რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, "საბურთალო" 44 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს კი 21 ოქტომბერს, ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ტორპედო" 45 ქულით მე-5 პოზიციაზეა, 22 ოქტომბერს კი "ლოკომოტივს" ესტუმრება.