ეროვნული ლიგის 33-ე ტურში "გაგრამ" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
პირველ ტაიმში მასპინძლების მხრიდან 33-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ წითელი ბარათი მიიღო, 45+2 წუთზე კი თამაზ მაკაცარიამ "გაგრა" დააწინაურა. ასე დასრულდა პირველი ნახევარი.
მეორე ტაიმში, 47-ე წუთზე, გიორგი ლომთაძემ სხვაობა ორბურთიანი გახადა, საბოლოო ანგარიში კი ნიკა ხორხელმა 54-ე წუთზე დააფიქსირა.
68-ე წუთზე ბოლნისელების შემადგენლობიდან დავით ზურაბიანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ორივე გუნდი მოედანზე 10 კაცით დარჩა.
33 ტურის შემდეგ "გაგრას" 33 ქულა აქვს, რომლითაც მე-8 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას
11 ნოემბერს, ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"სიონი" 30 ქულით მე-9 ადგილს იკავებს, იმავე 11 რიცხვში კი "საბურთალოს" უმასპინძლებს.