"მივდივარ ვარჯიშზე და გეგუჩაძე მეუბნება..." - ლაზარე კუპატაძემ ბათუმის "დინამოდან" წამოსვლის მიზეზზე ისაუბრა

AutoSharing Option
Crystalsport-ის Youtube-არხზე საგოლე გადაცემის სტუმარი ლაზარე კუპატაძე გახლდათ, რომელმაც ბათუმის "დინამოდან" წამოსვლის მიზეზზე ისაუბრა.

"ჩვეულებრივი სავარჯიშო დღე იყო "ლეხის" თამაშის მერე და ვარჯიშზე მივედი. შევხვდი გია გეგუჩაძეს და მეუბნება, ძალიან მადლიერები ვართ, მაგრამ ერთმანეთს უნდა დავემშვიდობოთო.

მადლობა ვუთხარი და პატივი ვეცი მის გადაწყვეტილებას, რადგან ის ჩვენი მთავარი მწვრთნელი იყო, თანაც "დინამოში" ძალიან კარგი პერიოდი გავატარე.

ის 1,5 წელი, რაც მანდ ვიყავი, შეიძლება მთელი ცხოვრება გამყვეს. გიამ მითხრა, ჩვენი ხედვები არ ემთხვევა ერთმანეთსო, ჩამოვართვი ხელი და წამოვედი...მერე გუნდის პრეზიდენტ აჩიკო ბერიძესაც
შევხვდი და ერთმანეთს ძალიან თბილად დავემშვიდობეთ", - ამბობს კუპატაძე.
მკითხველის კომენტარები / 29 /
კუპატაძის ერთმა არც ისე უწყინარმა შეცდომამ გამოიწვია გუნდის ძალიან მწარე წაგება, შემდეგ მოჰყვა გუნდის სრული დემორალიზება, აი ეს არ აპატიეს და გააგდეს რა, უხეშად რომ ვთქვათ გააგდეს, მაგრამ კუპატაძეზე უკეთეს მეკარეს ასე ადვილად კლუბი ვერ იშოვის, ასე რომ ცხელ გულზე და ისევ საკუთარი ინტერესების საზიანოდ გააგდეს ეს ბიჭი
არსაკიძე
15:25 11-11-2022
4
ისე, ამ გახსენებაზე, მეგობრებო. დავაკვირდეთ, როგორ ცდილობენ ქართული გუნდები ანგარიშის შენარჩუნებას. დრო გაჰყავთ, ზუსტად ისე როგორც 20-30 წლის წინ. ვგულისხმობ, ბურთის უაზროდ მოგერიებას, აუტში მთელი ძალით მოსროლას, ვითომ ბურთის დაჭერას ინდივიდუალურად, ყველაფერზე წაქცევას და ტრამვის იმიტაციას. ესპანეთთან ეგრე არ იყო? უაზრო ნერვიულობამ წაგვაგებია, იმის მაგივრად ბურთი გუნდურად გაგვეკონტროლებია, ბურთის წვალება დავიწყეთ. ბათუმმაც 1:0-ზე დაიწყო ანგარიშის შენარჩუნება, ასეთი უაზრო დროის გაყვანით და მიიღო 2 სულელური გოლი. არადა ევროპული გუნდები, პირიქით, მოძრაობას უმატებენ, ცდილობენ ბურთის კოლექტიურად გაკონტროლებას და მხოლოდ დაკარგვის საფრთხის დროს იგერიებენ წინ, რეგბისტებივით იგებენ მანძილს და დროს და არა იქვე აუტში მოსროლით.
ჰაჰა
16:31 11-11-2022
2

სიახლეები პოპულარული