"მოედანზე შევარდნა და ვანდალიზმი მიუღებელია" - სფფ-ის განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ლიგის 34-ე ტურში ბათუმის "დინამოსა" და "სამგურალის" ნამატჩევს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა:

"ფეხბურთის ფედერაციისთვის მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფორმა, რაც მატჩის დასრულების შემდეგ გამოვლინდა სტადიონის ტრიბუნებსა და მოედანზე, მათ შორის, მსაჯზე თავდასხმა, მოედანზე შევარდნა, ფიზიკური შეურაცხყოფა, ვანდალიზმი და სხვა.

სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტი მომხდარს როგორც ოფიციალური პირების მოხსენების, ისე არსებული კადრებისა და ფაქტების საფუძველზე გამოიძიებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ინციდენტში ჩართული ყველა პირის მიმართ".

მკითხველის კომენტარები / 7 /
სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია სტადიონს და 50000 ლარი ჯარიმა.ასე მოუხდება უცოდინარ არჩილს,თავის უმეცრებას და ფულის ნამეტან სიყვარულს მსაჯებს რომ აბრალებს.
master
19:58 14-11-2022
5
კიდე ბათუმის დინამოსთან აქვთ პრეტენზიებ?.. ერთადერთი საფეხბურთო ნათელი წერტილია საქართველოში დინამო ბათუმი და მისი სტადიონი და ისიც გინდათ ჩააბნელოთ?!!... თქვენ იმას მსაჯობას ეძახით რაც აფციაურმა იკადრა?.. მაქსიმალურად ცდილობს ფედერაცია ყველა ხერხით იყოს მიკერძოებული და როგორმე გახადოს ჩემპიონი ეს მაჩანჩალა დინამო თბილისი. გავლენ მერე ევრო ტურნირების საკვალიფიკაციოზე და გააგრძელებენ ჩანჩალს, და გამოაბუნძულებს იქედან სამოყვარულო კლუბები როგორიც პაიდე და კლასვიკია, სადაც მეთევზე მტვირთავი და მუსიკის მასწავლებლები თამაშობენ..
ირაკლი
21:13 14-11-2022
13

სიახლეები პოპულარული