თბილისის "დინამო" ჩემპიონობასთან და კვლავ ფიფიასთან ერთად - რა იქნება ევროტურნირებზე?

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის გახურების პარალელურად, ეროვნული ლიგის ფინიშსა და გამარჯვებულს მივუახლოვდით. თბილისის "დინამო" ერთწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობის გაფორმებასთან ახლოსაა - უკანასკნელ ტურში "გაგრას" მასპინძლობს და გამარჯვება სჭირდება. ბათუმის "დინამოს" გაძლიერების ფონზე, კონკურენტულ გარემოში მოგებული ტიტული ნამდვილად უფრო სასიამოვნოა...

ერთია შიდა ამბები, მეორე კი - ევროტურნირები, რომელიც მომავალ ზაფხულს დაიწყება. ქართველი გულშემატკივრები პოზიტიურ მოლოდინებს გადაჩვეულნი არიან და ეს რამენაირად უნდა შეიცვალოს. თუმცა, არსებობს კი ამის წინაპირობა?

Sportall.Ge

გუნდის გასხვისების მზადყოფნის მიუხედავად, რომან ფიფია თბილისური კლუბის პრეზიდენტად რჩება. ბოლო ინტერვიუში მან თქვა, რომ "დინამოს"
შეძენის რეალური ინტერესი არავის გამოუთქვამს. რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ? "დინამომ" გაძლიერებაზე ფიქრი თითქოს ადრევე დაიწყო, რაც ვაგნერის შეძენით გამოიხატა, თუმცა ეს რამდენად საკმარისი იქნება? გარდა ამისა, გუნდში არიან მოთამაშეები, რომელთა მიმართ სატრანსფერო ინტერესი იქნება და თუკი როგორც ფეხბურთელის, ასევე სანაკრებო ინტერესსაც გავითვალისწინებთ, მათი ნორმალურ ქვეყნებსა და კლუბებში გადაბარგება მხოლოდ სასიამოვნო უნდა იყოს. ამავდროულად კი, იმავე წრეზე წავალთ - ყოველი სეზონის წინ ახალი გუნდი უნდა შეიქმნას. ესაა დილემა, რომელიც მუდმივად იქნება და როცა ლიეტუვის ან სომხეთის კლუბის წარმატება გაგვაკვირვებს, ისინი რომ მთლიანად ლეგიონერებს ეყრდნობიან, ამის ცოდნა მნიშვნელოვანია...

Sportall.Ge

მეკარე ლუკა კუტალაძე, ახალგაზრდული ნაკრების უკანასკნელ შეხვედრაში მშვენიერი გოლის ავტორი საბა ხვადაგიანი, ეროვნული ნაკრების წევრები, ანზორ მექვაბიშვილი და ჯიმი ტაბიძე - ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომელთა მიმართ გადაბირების ინტერესი უცხოურ კლუბებს ექნებათ.

ჯერ ყველაფრის დასრულებას უნდა დაველოდოთ. რაც ნამდვილად ვიცით, მომავალ წელს ევროტურნირებზე ბათუმის "დინამოსაც" ვიხილავთ. რაც შეეხება კიდევ ორ ადგილს - "სამგურალი" და "დილა" გორში ერთგვარ ფინალს გამართავენ, სადაც მესამე ადგილის დასაკავებლად წყალტუბოელებს ფრეც აძლევთ ხელთ, თასის ფინალში კი ქუთაისის "ტორპედო" "ლოკომოტივი 2"-თან ფავორიტად მიიჩნევა...

2022 წელი მალე დასრულდება. სანაკრებო წარმატებებისა თუ ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო ის ბევრ კარგ მოგონებას დაგვიტოვებს, თუმცა საკლუბო დონეზე წარუმატებლობები გულში ყოველთვის ხინჯად გვრჩება და არც ოპტიმიზმი გვტოვებს, რომ მდგომარეობის გამოსწორებას შევძლებთ.

altბათუმელებმა თბილისის "დინამოსთან" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს - ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა

altბათუმელები და მისი პრეზიდენტი დაისაჯნენ - ვინ გახდება ჩემპიონი?

მკითხველის კომენტარები / 20 /
რა აზრიაქვს გავა ევრო თასებზე და შეარცხვენს მთელ საქართველოს ყველაზე უ..სი..რც..ხვი..ლ..ო გუნდია საქართველოში....რაც ფიფიამ დინამო შეიძინა ვაფშე ხელი ჩავიქნიე დინამოზე თუ არ გასხვისდდა დინამო აზრი არაქვს ჩათვალეთ სულ ესე იქნება მაქსიმუმი შედეგი საქართველოს ჩემპიონობა და მერე შერცხვენა საქართველოსიი...თუ არ გამოაქვეყნებთ ესეიგი თქვენ დინამო არგყვარებიათ!!!!
სასაცილოა
03 დეკემბერი 2022 18:53
3
გეთანხმები 100% რატო იყიდის ვიღაც,ჩვენ გვატყუებენ ვყიდითო, არც უფიქრია გაყიდვა,ბიზნესია ფულს შოულობენ..
მეიცა
13 დეკემბერი 2022 09:57
0
როცა ერთ როლანდოს არაბები წელიწადში 200 მილიონს პირდებიან, შენ კი ორ მილიონად მთელი წელი გუნდის შენახვა გინდა, რა საკლუბო დონეზე გუნდის წარმატებაზეა საუბარი?
ჟორა გაბრიჭიძე
03 დეკემბერი 2022 13:59
0
სანამ მატყუარა ფიფია იქნება დინამოს მფლობელი დინამო სულ ფარჩაკი იქნება
დააT
01 დეკემბერი 2022 23:13
1
რა გველის და კრახი ისევ მოგვატყუა
ანტა
01 დეკემბერი 2022 21:53
1
ფეხბურთელებიც და ტალანტებიც არიან,მაგრამ ფეხბურთი არ გვაქვს.....
თერჯოლელი
01 დეკემბერი 2022 11:34
0
უმადურებო იმიტო ბრწყინავტ ახია ფიფია უმადურებო...........................
kaka
28 ნოემბერი 2022 21:20
8
არც ფიფია და არც ფედერაცია არ უქნია ღმერთს,ერთ წრეზე ატარებენ ჩვენ ფეხბურთს.
გრიშიკა
28 ნოემბერი 2022 16:43
11
ყველაფერი წინაა.ეხლა მთავარია გაგრა დავამარცხოთ გართულებების გარეშე და მოვემზადებით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოსთვის.ვინც რა უნდა იფიქროს,მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ დინამოს შეუძლია თუნდაც 1 ეტაპის გავლა ლიგაზე,რაც მინიმუმ კონფერენც ლიგის პლეიოფს უდრის.
qomagi
28 ნოემბერი 2022 16:16
4
დინამოს რაც შეუძლია ფარერებმა და მერე ესტონელმა ფეხბურთის მოყვარულმა არაპროფესიონალებმა გვაჩვენეს. ანუ გაგვაფარჩაკეს. მე4 ლიგის გუნდი რომ არ წააგებდა ისე წააგეს
Akaki
28 ნოემბერი 2022 20:01
0
ჩემი ნება რომ იყოს წელს არცერთ გუნდს არ მივცემდი ჩემპიონობას,რას ჰგვანან?! ფეხბურთის გარდა ყველაფერია. დინამოს ვერ უყურებ კაცი ისეთ ფეხბურთს თამაშობენ, ბათუმი დაიშალა ბოლომდე,ნახევარი სეზონი 4-5 სათადარიგო უზით,ეს უკვე არასერიოზულია, სამგურალი ყ ელაზე სიმპატიურია,მაგრამ მე ვერ ვხედავ გუნდს რომელიც ევროთასებზე არ შეგვარცხვენს
საქართველო
28 ნოემბერი 2022 14:17
1
ტრადიციულად 10-0 წააგებენ რომელიღაც სოფლის გუნდთან
Რაგბის ფანი
28 ნოემბერი 2022 13:54
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული