თბილისის "დინამო" მეცხრამეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო, 36-ე ტური გაიმართა. გათამაშების გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა "გაგრა" 2:1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონობა მე-19-ედ იზეიმა.

დინამო თბილისი პირველად 1990 წელს გახდა ჩემპიონი, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლად გასვლის პირველივე სეზონში. აი, მათი საჩემპიონო სეზონები: 1990, 1991, 1991/92, 1992/93. 1993/94, 1994/95, 1995/96, 1996/97, 1997/98, 1998/99, 2002/03, 2004/05, 2007/08, 2012/13, 2013/14, 2015/16, 2019, 2020, 2022.

მატჩი თავიდანვე თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და 28-ე წუთზე ანგარიში დავით სხირტლაძემ გახსნა.

მეორე ნახევარში იმრანმა ეროვნულ ლიგაში მე-7 გოლი გაიტანა და
ანგარიში გაზარდა, თუმცა "გაგრამ" ბოლომდე იბრძოლა და 73-ე წუთზე თამაზ მაქაცარიამ სხვაობა შეამცირა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და დედაქალაქელებმა გაიმარჯვეს.

ამგვარად, "დინამო" 80 ქულით ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მათმა უახლოესმა მდევარმა ბათუმის "დინამომ" "ტორპედოს" უმასპინძლა - მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
ანუ ჩემპიონთა ლიგის მომავალი გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია უკვე? კარგია, ახლა რა იქნება. ევროთასების წინ გუნდს დატოვებს 8-9 ფეხბურთელი, მოვლენ გაურკვეველი მოდგმის ლეგიონერები ვიეტნამიდან ან სინგაპურიდან, გავა გუნდი ევროთასზე, როგორც მკვდარ მტრედს ათრევს კატა ისე გვათრევს მალტის ან ლუქსემბურგის გუნდი, მწვრთნელი ამ ყველაფერს დააბრალებს წნეხს, დაიწყება ისევ გაყიდე დინამო ფიფია, მერე გამობრძანდება რომელიმე ჭურნალისტი და იტყვის ფაქტი ხოა მამარდა და კვარა დინამოს აკადემიამ რო აღზარდაო და მოკლედ ......სულ კარგად ბრძანდებიდეთ იოოოოო
იბერია
16:12 03-12-2022
2
ევროტურნირზე რო არ ითამაშოს და ისე გავიხაროთ ჩემპიონობით არა?
ზურა
16:03 03-12-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული