ფლამარიონმა შეიძლება კარიერა ყაზახეთის ჩემპიონ გუნდში გააგრძელოს

AutoSharing Option
ოლეკსანდრ აზაცკის, მილან რადინისა და ბენჟამინ ტეიდის შემდეგ ბათუმის "დინამო" შეიძლება 26 წლის თავდამსხმელმა ჯოვინო ფლამარიონმა დატოვოს.

საქართველოს გასული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ფლამარიონის სამსახურით ყაზახეთის ჩემპიონი "ასტანა" დაინტერესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Prosports.kz Aladop.kz-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფლამარიონი "პალმეირასის" აღზრდილია, ბათუმის "დინამოში" 2017 წელს გადავიდა, გასულ სეზონში კი ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეეჰ როგორ იმედი მქონდა წელიწადნახევრის წინ,რომ ბათუმი იქნებოდა ის გუნდი,რომელიც მართლა რამდენიმეწლიან გეგმას მიყვებოდა და ძირითად ბირთვს შეიმაგრებდა.დღეს კი იმ შემადგენლობიდან კანტი კუნტად დარჩა ხალხი.ხელახლა ასაწყობია გუნდი,ისევე როგორც სხვა კლუბებში ხდება 20 წელიწადზე მეტია.ჩემი აზრით კვარას და დათუნაშვილის რამდენიმეთვიანმა ასპარეზობამ,დათვური სამსახური გაუწია ბათუმს,წარმოსახვითი უძლეველობის მითი შეიქმნა და დაციჯერეთ ევროტურნირებზე შეგვეძლო გასვლა,რეალურად კარგად ვიცოდით რომ არცერთი აქ არ გაჩერდებოდა და არ მინდა მჯეროდეს ფიფიასავით ბათუმშიც მხოლოდ ფულის შოვნის გამო მოხდა ყველაფერი და წრეზე დაიწყება ისევ მოძრაობა.
qomagi
23:51 27-12-2022
1
სადაც საკალათბურთო ნაკრებში მუდმივად გვყავს ერთი ლეგიონერი ,ამ კაცს მოქალაქეობა რომ მიაღებინეს, შანს რატომ არ აძლევენ? დავიჯერო ვოლკოვებს და ლობჟანიძეებს ორი თავით არ ჯობია? მითუმეტეს ასეთი პრობლემურია მისი პოზიცია ნაკრებში !
დავითი
20:37 27-12-2022
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული