2023 წლიდან ომარ თეთრაძე ეროვნული ლიგის გუნდს გაწვრთნის

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, 2023 წლიდან ეროვნული ლიგის ბინადარი "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძე გახდება.

დმანისში დაბადებულ და რუსეთის მოქალაქე ომარი თეთრაძეს კარიერის განმავლობაში არაერთი რუსული და ყაზახური გუნდი დაუმოძღვრავს.

ის წარსულში "ანჟის", "ნიჟნი ნოვგოროდის", ხიმკის", "ჟეტისუს", "კრასნოიარსკის", "ენისეისა" და "ტობოლის" დამრიგებელი გახლდათ.

რაც შეეხება "საბურთალოს", კლუბმა ეროვნულ ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა, თასის გათამაშებას ნახევარფინალიდან გამოეთიშა და ევროტურნირების მიღმა დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
Saqartvelos ruseti arhia tavis droze .me daushveblad mimahnia misi aq danishvna
Bajo
22:44 30-12-2022
6
თავის დროზე 90-იანი წლების დასაწყისში დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ნაკრებში შეთავაზეს თამაში და რუსეთის ნაკრებში თამაში არჩია. ურიგო ფეხბურთელი არ იყო. ძალიან მიკვირს საქართველოს ეროვნული ლიგის საშუალო დონის კლუბის გასაწვრთნელად რატომ ჩამოვიდა?
dato
22:17 30-12-2022
6

სიახლეები პოპულარული