"საბურთალომ" მწვრთნელად თეთრაძის დანიშვნა დადასტურა

AutoSharing Option
"საბურთალომ" თავისი საიტით გუნდის მწვრთნელად ომარ თეთრაძის დანიშვნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია:

"53 წლის სპეციალისტი, ომარ თეთრაძე ამიერიდან დედაქალაქურ “საბურთალოს” გაწვრთნის. კლუბსა და ახალ მწვრთნელს შორის მოლაპარაკება დასრულდა. როდესაც იანვრის დასაწყისში გუნდი შეიკრიბება, სწორედ თეთრაძის ხელძღვანელობით გააგრძელებს კლუბი ახალი სეზონისთვის მზადებას.

საქართველოში დაბადებულ-გაზრდილმა ომარ თეთრაძემ საფეხბურთო კარიერა საქართველოში დაიწყო და ჩვენს პირველობაზეც გარკვეული პერიოდი ითამაშა.

თეთრაძე თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და ისეთ ცნობილ კლუბებშიც უთამაშია, როგორებიცაა: იტალიური “რომა”, ბერძნული “პაოკი”
და მოსკოვის “დინამო”. თეთრაძე არის 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე, ხოლო სამწვრთნელო კარიერის სხვადასხვა დროს, მას უმუშავია “ტობოლში”, “ჟეტისუში”, “ანჟიში”, “ხიმკიში” და “ნიჟნი ნოვგოროდში”.

რაც შეეხება თემურ შალამბერიძეს, რომელიც ბოლოს დედაქალაქურ “საბურთალოს” წვრთნიდა, იგი რჩება კლუბში და აგრძელებს მუშაობას ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე.

გარდა ამისა, “საბურთალოში” ბევრი სიახლეები იგეგმება, რომლის შესახებაც კლუბის ხელმძღვანელობა ოფიციალურად იანვარში გააცხადებს".

მკითხველის კომენტარები / 17 /
პირადად არ ვიცნობ, ამიტომ როგორი პიროვნებაა არ ვიცი. მაგრამ ის ინტერვიუ ჩემი თვალით მაქვს წაკითხული რუსულ პრესაში, თუ არ ვცდები სპორტ ექსპრესში, სადაც წერს , ქართველებმა გვარი გადამაკეთებინესო რადგან არაქართველს ქართველები არ მათამაშებდნენო. რაც ჯერ ეგერთი ტყუილია, რამდენს არგადაუკეთებია გვარი და მშვენივრადაც თამაშობდნენ, ფეხბურთშიც, კალათბურთშიც და ხელბურთშიც. და მეორე, რა ანგარიშებს აბარებდა რუსებს, ემანდ ქართველი არ გეგონოთ, დამჩაგრეს და გვარი წამართვესო?
?
05 იანვარი 2023 13:14
2
ომარ გენაცვალე გულში!!! ვინც ჩახედულია ოდნავ მაინც ქართულ ფეხბურთში ყველამ ყველაფერი იცის.გული არ გაიტეხო შენ ხარ ჩვენი!!!
NESTA:)))
04 იანვარი 2023 19:57
2
ზოგი კომენტარებიდან გამომდინარე აშკარად პატარა ასაკისა და არაა აუცილებელი ყველაფერზე კომენტარი გაააკეთო, მითუმეტეს თემას თუ არ იცნობ! ამ კაცზე რო ცუდს დაწერ და იტყვი , თან მოღალატეობაზე აი მანდა გაქ უკვე სერიოზული პრობლემა და ვინც ამ კაცის მოღალატეობაზე წერს ისიც უცოდინარია და ან ძალიან ბოროტი , თორე სხვას რას უნდა დააბრალო? მერე ცოტა ახალგაზრდა თაობამ ინტერნეტი სხვანაირადაც გამოიყენოს, მატო აწმყოს ნუ უყურებს, გადაავლოს თვალი არქივს , წარსულს და მერე დადეთ დასკვნა! თორე სისულელეების წერა გამოგდით!
Vasili
03 იანვარი 2023 10:30
2
ომარ წარმატებები!!! ღირსეული პიროვნება!!!
მალხაზ ნანიკაშვილი
02 იანვარი 2023 13:05
0
რა უსამართლო და უსინდისო ხართ ზოგიერთ, ბიჭი ბოლო წუთამდე ელოდა საქართველოს ნაკრებიდან გამოძახებას და უარს ეუბნებოდა რუსებს, ჩვენი ფედერაცია კი ჩავიდა მოსკოვის დინამოში სადაც ეგ და ცხადაძე თამაშობდა, კახას დაელაპარაკნენ ნაკრებში თამაშზე და ომარს ზედაც არ შეხედეს და კიდე მას ამტყუნებთ, გვარს რაც შეეხება მაშინ უამრავი ოსი, ბერძენი და სომეხი იკეთებდა გვარს, რომ კარიერა გაეკეთებინათ.
რრრ
01 იანვარი 2023 17:13
3
ისეთი ხალხი აკომენტარებს,საერთოდ რომ არ იციან მის შესახებ არაფერი და მიზეზად ის მოყავთ დსთ-ს ნაკრებში რომ თამაშობდა ვინც მას იცნობს ყველა დადებითად ახასიათებს და რაც შეეხება საქართველოზე კომენტარებს,არასდროს ამ კაცს ცუდი არ უთქვია.მისი მშობლები სულ აქ ცხოვრობდნენ,ის რომ საზღვარ გარეთ თამაშობდა.ფეხბურთიც კარგი იყო,აბა რომა ტყვილა არ წაიყვანდა.წარმატებები ახალ ადგილას.
კახა ქ.
01 იანვარი 2023 15:51
2
გუცაევს არ თხოვდნენ და თეთრაძე ვიღაა ვოვასთან შედარებით?! კალოევიც თავისი გვარით თამაშობდა სხვათა შორის, სპორტის სხვა სახეობები რომ ავიღოთ სანეევზე , დერიუგინზე ან ალთაბაევზე თუ გსმენია? ხოდა არ გვინდა რა... მაგას როცა აწყობდა ქართველი ვარო, მერე რუსეთში ქართველობა აღარ აწყობდა და შემავიწროვეს და გვარი გადამაკეთებინესო, ახლა მოეხაზა რუსულ ფეხბურთს და ისევ აქეთ წამოვიდა. მოკლედ ვისაც ეგეთი ტიპები მოგწონთ მაგრები ხართ რა....
არტ
01 იანვარი 2023 01:35
14
თეთრაძის ანტიქართული კომენტარები მე არსად შემხვედრია. შესაძლოა, გამომრჩა რამე.
ცხადაძეც დსთ-ს ნაკრებში თამაშობდა (ავტოგოლშიც კი შეიტანა წვლილი), მაგრამ სულაც საქართველოს პირველი ნაკრები ჩააბარეს და არ ყოფილა ასეთი ნეგატიური გამოხმაურება, რატომ ანდობთ ქვეყნის ნაკრებსო.
მე მართლა მხოლოდ პოზიტიური დამოკიდებულება მახსოვს თეთრაძის მხრიდან საქართველოზე და ქართველ ფეხბურთელებზე. შესაძლოა, არასრული ინფორმაცია მაქვს. არ ვდავობ.
მიშა
31 დეკემბერი 2022 17:10
5
არც გაუკეთებია და როგორ მოისმენდი? ეს კაცი ყოველთვის ამბობდა, რომ მისი ოჯახი ყოველ ზაფხულს თბილისში ჩამოდიოდა და საქართველოსთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. თავისუფლად საუბრობს ქართულად და სადაც მწვრთნელად დანიშნეს, ყველგან ქართველი ფეხბურთელი მიჰყავდა. მასზე აუგი არაფერი გვეთქმის და იმასაც ლოგიკურად მივიჩნევ, რომ დღეს საბურთალოს მწვრთნელად დანიშნეს
: )))))))
02 იანვარი 2023 00:26
1
ამის მწრთვნელობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ როგორც ფეხბურთელი ძალიან მაგარი იყო, მართლა გამორჩეულად ნიჭიერი და გაცილებით დიდ ფეხბურთს ითამაშებდა, რაღაც რაღაცეებს რომ არ შეეშალა ხელი....
პაატა
31 დეკემბერი 2022 11:28
6
პირველად გავიგე ამ ადამიანის შესახებ თანაც სხვა ქვეყნის ნაკრებში, საუკუნოვანი მტრის ნაკრებში უთამაშია მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატზე. საბურთალო ისევ ისეთი გუნდი იქნება როგორიც დღეს არის და ამის დანიშვნით არაფერი შეიცვლება.აი ის კი ტეხავს რო კაცი თავის სამშობლოს უკანასკნელ ვარიანტად განიხილავს და კლუბს თუ თავმოყვარეობა აქვს ეგ უკანასკნელ ვარიანტად არ უნდა გაიხადოს თავი. მე არ ვიცი რა კომენტარები აქვს ამ ტიპს საქართველოზე გაკეთებული მაგრამ ძალიან ბევრი იწერება და ფაქტობრივად ყველა აღნიშნავს მის მოღალატეობრივ დამოკიდებულებას…უფრო მეტი თავმოყვარეობა მეგობრებო თორემ ისევ იქ ვიქნებით სადაც ახლა ვართ და ახლა ნამდვილად არ ვართ კარგ ადგილზე )))
ზურა
31 დეკემბერი 2022 10:59
29
არაფერი გაგიგია, არც წაგიკითხავს და რაღას წერ მაშინ? ჰკითხე მაინც ვინმეს, იმის აზრი მოისმინე, ვისაც მისი თამაში უნახავს, თუ წაკითხვა არ გინდა.
:D :D
02 იანვარი 2023 09:42
1
ესე რომ წერ თეთრაძეზე იქნებ ცოტა წაიკითხო და დასკვნები მერე გააკეთო,ეტყობა პატარა ბიჭი ხარ და კითხვა არ გიყვარს ინტერნეტძი მაინც დასვი შეკითხვადა გაარკვიე რატომ არ თამაშობდა ჩვენ ნაკრებში
2@
31 დეკემბერი 2022 22:11
3

სიახლეები პოპულარული