საქართველოში 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ითამაშებს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა და წყალტუბოს "სამგურალმა" ბრაზილიელი ლეგიონერი დაიმატა. იმერულ კლუბში 22 წლის ლუიშ ფერნანდო ბული ითამაშებს.

Sportall.Ge

ლუიშ ფერნანდო ნასიმენტო და სილვა ამპლუით მარცხენა მცველია. 2000 წლის 10 ნოემბერს დაბადებული ფეხბურთელის სიმაღლე 183 სმ-ია. ბული რიო-დე-ჟანეიროს "ბოავიშტას" ფეხბურთელი იყო და იჯარით სხვადასხვა ბრაზილიურ კლუბში გამოდიოდა. მისი ძირითადი კარიერა სერია "დ"-ში ვითარდებოდა და ბრაზილიის თასზეც უასპარეზია.

რაც შეეხება წყალტუბოს "სამგურალს", გიორგი მიქაძის გუნდი თურქულ შეკრებაზე იმყოფება.

altსაქართველოს ნაკრების ექსწევრი, ცნობილი მეკარის სეხნია და ბრაზილიელის მოლოდინში - "სამგურალი" ემზადება

მკითხველის კომენტარები / 12 /
ამ ასაკის ბრაზილიელი კარგი ტრასნფერია
ჭიათურის მაღაროელის გულშემატკივარი
10:08 19-01-2023
3
აბა ჰე ახლა. დატრიალდით, მიეცით მოქალაქაეობა, ერს ხომ ჭირდება გამრავლება?)))) აფრიკიდანაც არ დაგავიწყდეთ ჩამოყვანა)))
წადი თქვენი
16:22 19-01-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული