ოქრიაშვილი საქართველოში ვარჯიშობს და ეროვნულ ლიგაში თამაშთან ახლოსაა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც თორნიკე ოქრიაშვილი უკლუბოდაა, მას უფრო მეტად ეროვნულ ლიგას უკავშირებენ და ადრე ინფორმაცია მისი ბათუმის "დინამოში" შესაძლო გადაბარგების შესახებ გავრცელდა. ახლა კი, matchday-ს თანახმად, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლე "გაგრაში" ვარჯიშობს და შესაძლოა, ზაფხულამდე ხელშეკრულებაც გაფორმდეს.

30 წლის ოქრიაშვილი ბოლოს კვიპროსულ "აპოელში" თამაშობდა, სამხრეთკორეულ "ჩონბუკში" კი სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.

რაც შეეხება "გაგრას", "ოქრი" თამაშს სწორედ აქ იწყებდა. ამის შემდეგ უკრაინული კარიერა ჰქონდა, რასაც ბელგიისა და რუსეთის ჩემპიონატებში გამოსვლა მოჰყვა. გაგრელებმა ეროვნული ლიგის მომავალ სეზონში ადგილი პლეი-აუტში
"სპაერის" ძლევით შეინარჩუნეს.

altითამაშებს ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში? - ვინ შეიძლება დაადგეს "კვარასა" და "მამარდას" გზას...

altთორნიკე ოქრიაშვილი შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდეს

მკითხველის კომენტარები / 5 /
მადლობა და ბოდიში ოქრისთან,მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი ვარ,მაგრამ ნაკრებში ოქროს,ყაზაიშვილს გვილიას,კვეკვესკირს,ქვილითაიას-რაც მალე დავემშვიდობებით უკეთესი იქნება.
მორბენალი ბიჭები გვინდა და არა მოკლე პასის პროფესორები
Levani
01:46 25-01-2023
0
ნაკრებსაც როგორ გამოადგება! წარმატებები!
Irakli
12:14 24-01-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული