"ტორპედოში" 18 წლის ჩრდილომაკედონიელი ტალანტის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

AutoSharing Option
"Facebook-გვერდ" 90 წუთი/90 min.-ის ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედოში" 18 წლის მაკედონიელი ფეხბურთელის, დაშმირ ელეზის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა.

მოგეხსენებათ, საქართველოს თასის ამჟამინდელმა მფლობელმა ახალგაზრდა შემტევის დამატების შესახებ 10 იანვარს გვაუწყა, თუმცა ზემოთ აღნიშნული გვერდი ახლა წერს:

"ქუთაისის "ტორპედოში" 18 წლის მაკედონიელი თავდამსხმელის, დაშმირ ელეზის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა. ფეხბურთელი გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე არ იმყოფება.

ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთელმა საქართველოსთან ადაპტაცია ვერ გაიარა, რადგან ქუთაისში ჩამოსვლის შემდეგ, რამდენიმე დღეში, მამა გარდაეცვალა, სამშობლოში დაბრუნდა, მშობლიურ გარემოს ვეღარ ტოვებს და "ტორპედოს" ზარებს აღარ პასუხობს", - წერია
პოსტში.

alt"ტორპედომ" ფეხბურთელი დაიმატა, რომელიც "გარდიანის" ვერსიით, მსოფლიოს 60 ტალანტს შორის მოხვდა

მკითხველის კომენტარები / 18 /
არ მოეწონა ქუთაისი :)) და ხრუშოვკები
beqa
24 იანვარი 2023 11:35
6
Oo makedonia xom mkavs ra, sasacilo. Jer serbetshi Rom chaxval belgradshi guli shegicuxdeba dá makedonia tavisi karikaturuli dedakalakit xom saertod
Niko
24 იანვარი 2023 13:55
2
ტუ ტალანტია ტორპედოში რაღა უნდა გამაგებინეთ :D
IRAKLA
24 იანვარი 2023 10:55
11
რეზო ძოძუაშვილი,ოთარ გაბელია,რამაზ შენგელია,თენგიზ სულაქველიძე,თამაზ კოსტავა...ეს რაც ერთ წამში გამახსენდა,ის სახელებია.ერთი პატარა ქალაქის კვალობაზე,მგონი ცოტა არ არის,მაგრამ თუ ეს სახელები არ გაგიგიათ,ამ საიტზე რაღა გინდათ,ეგ უკვე,მე ვეღარ მესმის.მაგ ბიჭმა თუ ამათ დონეზე ითამაშა,აფერუმ მის ვაჟკაცობას!
სოსო
24 იანვარი 2023 15:15
4
გაუგებარია, ევროპელი ტალანტი საქ ჩემპიონატში )))
მეგრელი
24 იანვარი 2023 12:18
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული