ბათუმის "დინამომ" სენეგალის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" სენეგალელი ლეგიონერით გაძლიერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარული კლუბი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"ახალი სეზონიდან ჩვენი გუნდის ღირსებას 29 წლის სენეგალელი თავდამსხმელი - მუსა კონატე დაიცავს.

ოფიციალური კონტრაქტი ერთწლიან ურთიერთთანამშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს".

კონატე ბოლოს "სივასპორში" თამაშობდა, იქამდე კი "დიჟონის", "ესპერანსეს", "ამიენის", "სიონის", "ჯენოას", "კრასნოდარისა" და თელ-ავივის "მაკაბის" ღირსებას იცავდა.

ის თავისი ქვეყნის ნაკრებში 2012 წლიდან ასპარეზობს, რომლის რიგებში 34 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.

ახალი სეზონიდან ჩვენი გუნდის ღირსებას 29 წლის სენეგალელი თავდამსხმელი - მუსა კონატე დაიცავს

ოფიციალური კონტრაქტი 1 წლიან ურთიერთთანმშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
სენეგალის ნაკრების ფეხბურთელი! ოდესმე ყოფილა მსგავსი შემთხვევა?! არა. ძალიან კარგი წინსვლას ქართულ ფეხბურთში!
ლაშა
01:36 25-01-2023
4
რამდენ თვიანი მკურნალობა ჭირდება?)
გიუშა
02:35 25-01-2023
5

სიახლეები პოპულარული