ბათუმის "დინამო" სერბი ნახევარმცველით გაძლიერდა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" სერბი ფეხბურთელი დაიმატა, - ამის შესახებ ზღვისპირული კლუბი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:

"ახალი სეზონიდან ჩვენი გუნდის ღირსებას 23 წლის სერბი საყრდენი ნახევარმცველი - ვლადან ვიდაკოვიჩი დაიცავს.

ოფიციალური კონტრაქტი ითვალისწინებს ერთწლიან იჯარას გამოსყიდვის უფლებით, სლოვენიის მოქმედ ჩემპიონ "მარიბორიდან".

ტანმაღალი ვიდაკოვიჩი (193 სმ) ადრე "ვოზდოვაცში", ობრენოვაცის "რადნიჩკიში", კულას "ჰაიდუკსა" და სუბოტიცის "სპარტაკში" თამაშობდა, რომლისგანაც "მარიბორმა" 2022 წლის ივლისში 450 ათას ევროდ შეიძინა და სამსეზონიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეხლა მარჯვენა შემტევი და გამთამაშებელი იყიდეთ გარისკეთ იმ სენეგალელს პას ვინ მიცემს?
batums qaTqatas
19:23 25-01-2023
0
ძაან დიდი ბალასტი დაგროვდა გუნდში, ღუდუშაურების და მსგავსი გაურკვეველი დონის ფეხბურთელების სახით! თუ სერიოზული მიზნებიგინდათ ელვები და ქარიშხალები მოაშორეთ!
ლადო
19:50 25-01-2023
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული