"ტორპედო" ალბანელი ფეხბურთელით გაძლიერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს.
"არდიტ ტოლი "ტორპედოს" ფეხბურთელია! 25 წლის ალბანელი საყრდენი ნახევარმცველი გუნდს თურქულ შეკრებაზე უახლოეს დღეებში შეუერთდება.
ტოლი გასულ სეზონში უკრაინის უმაღლესი ლიგის გუნდის "ვორსკლას" ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც არაერთი შეხვედრა ჩაატარა.
წარმატებებს ვუსურვებთ ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელს, არდიტ ტოლის, "ტორპედოს" დიდ ოჯახში!"
ტოლი ადრე ბერძნული "კისამიკოსისა" და "კალამატას", აგრეთვე, "ტირანას" ღირსებას იცავდა, ალბანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, ეროვნულ გუნდში კი 1 მატჩი აქვს ჩატარებული.
საერთოდ სხვაგან ხარ ... განა ვინმე ტორპედოზე წერს ცუდს უბრალოდ ჭ კლასია საქართველოს ჩემპი ... მითუმეტეს ტორპედო გაგონილიც არ ექნებათ ახალგაზრდა ალბანელებს ხოოოდა ...
ჩვენ რო ვწერთ ხოლმე ალბანეთში გადავარგებულ ქართველებზე ჭ კლასში გადავიდაო რა უნდა ნაკრებშიო ასე დაწერს ალბანელიც ჩვენზეოოო ეგ ეწრა მაგ ვიღაცას კომენტარში...
რაც შეეხება ტორპედოს იმედი მაქვს გავა კონფერენსზე ... თასის ფინალშიც მაგრად ვბალეშიკობდი და დიდი იმედი მაქვს რომ გაგვახარებს სრულიად საქართველოს