"ტორპედომ" ალბანელი საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
"ტორპედო" ალბანელი ფეხბურთელით გაძლიერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს.

"არდიტ ტოლი "ტორპედოს" ფეხბურთელია! 25 წლის ალბანელი საყრდენი ნახევარმცველი გუნდს თურქულ შეკრებაზე უახლოეს დღეებში შეუერთდება.

ტოლი გასულ სეზონში უკრაინის უმაღლესი ლიგის გუნდის "ვორსკლას" ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც არაერთი შეხვედრა ჩაატარა.

წარმატებებს ვუსურვებთ ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელს, არდიტ ტოლის, "ტორპედოს" დიდ ოჯახში!"

ტოლი ადრე ბერძნული "კისამიკოსისა" და "კალამატას", აგრეთვე, "ტირანას" ღირსებას იცავდა, ალბანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, ეროვნულ გუნდში კი 1 მატჩი აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ასე მოიყვანენ ვიღაცეებს,მერე ეს ლეგიონერები იჩივლებენ და დაიწყება ისევ წუწუნი,ტირილი,გოდება და მუქარა-ჩქარა ფეხბურთის აკვანი იშლება და მოგვხედეთო. Მერე ბიუჯეტიდან მშიერი ხალხის ფულით გადაუხდიან ხელფასებს ამ ლეგიონერებს და ისევ იჩივლებენ ყარაულები და მზარეულები და ისევ არ ექნებათ ძეხვისა და ცხელი შოთის პურის ფული რომ ფეხბურთელები გამოკვებონ და ასე გაგრძელდება უსასრულოდ როგორც ყოველთვის
Მერაბი
17:03 01-02-2023
4
წარმომიდგენია რა რეაქცია ექნება ალბანელ ფანებს ამას ნაკრებში, რომ მიიწვევენ, იტყვიან ბიჭო საქართველოს ჭ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელს რა უნდა ნაკრებშიო.DDDDDDDDDDDDDDDD
ეეე
20:59 31-01-2023
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული