"ტორპედომ" ალბანელი საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
"ტორპედო" ალბანელი ფეხბურთელით გაძლიერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს.

"არდიტ ტოლი "ტორპედოს" ფეხბურთელია! 25 წლის ალბანელი საყრდენი ნახევარმცველი გუნდს თურქულ შეკრებაზე უახლოეს დღეებში შეუერთდება.

ტოლი გასულ სეზონში უკრაინის უმაღლესი ლიგის გუნდის "ვორსკლას" ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც არაერთი შეხვედრა ჩაატარა.

წარმატებებს ვუსურვებთ ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელს, არდიტ ტოლის, "ტორპედოს" დიდ ოჯახში!"

ტოლი ადრე ბერძნული "კისამიკოსისა" და "კალამატას", აგრეთვე, "ტირანას" ღირსებას იცავდა, ალბანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, ეროვნულ გუნდში კი 1 მატჩი აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 8 /
Rac vnaxe torpedo im fexburtelebs imatebs visi fasic tandatan matulobs da ara piriqit,anu chamowerilebi ar mokavt rac dzalian swori politikaa, sxva saqmea vin rogor gaamartlebs, magram aseti midgomit mjera karg shedegebs dadeben.
Givi
20:41 31-01-2023
1
წარმატებები მას ტორპედოსთან ერთად. კიდევ აანონსებენ ლეგიონერების ტრანსფერებს , ამ გუნდის ხელმძღვანელები კარგად მუშაობენ ბაზარზე, არც ფულს არ იშურებენ როგორც გარედან ჩანს, რომ ეს კლუბი წარმატებულად აქციონ როგორც შიდა ასევე ევროტურნირებზე. და დიდი იმედია ეს გაწეული შრომა შედეგს აუცილებლად მოიტანს რაც პირდაპირ აისახება ქართული საკლუბო ფეხბურთის პრესტიჟზე.
Charley
20:17 31-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული