სხვადასხვა დროს 26 წლის ქართველი ნახევარმცველი "ფერენცვაროშში", შვედურ "გიოტებორგსა" და თბილისის "საბურთალოში" ასპარეზობდა.
გიორგი ხარაიშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ერთი გოლია. მას ასევე საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უასპარეზია. თბილისური კლუბის ახალწვეული სავარჯიშო პროცესში 21 თებერვლიდან ჩაერთვება.
აი ბათუმის დინამოში რომ კვერნაძეა (დღეს იყო მასზე საუბარი ნაპოლი ერთ-ერთ იუთუბ არხზე), მას დიდი ალბათობით წაიყვანენ ნაპოლიში, ე. ი. ბათუმი აიაქსის მსგავს პროექტს უყრის საფუძველს და ამით ქართული ფეხბურთი მოიგებს.
ეროვნული ლიგა სათანადო თამასაზე რომ ავა (იმედია მანამდე ავა, ვიდრე ვირი...), მაშინ აღარ გაიყიდებიან ქართველები აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უნგრეთში, უკრაინაში, რუსეთსა და ჯანდაბაში:-). კიევის დინამო 2000-იან წლებში ატარებდა პრაგმატულ პოლიტიკას და პირდაპირ ტოპ ლიგებში ჰყიდდა მოთამაშეებს და ამით უკრაინული ფეხბურთის პრესტიჟს იცავდა!...
ქუთაისსაც კაი გუნდი ეყოლება.
ვფიქრობ კაი ჩემპიონატი გველოდება წელს.
გამარჯვებები და ჩემპიონობა დინამო ბათუმს!
წარმატებები და გამარჯვებები ევროსარბიელზე ქართულ კლუბებს!