"ტორპედო" კიდევ ორი ლეგიონერით გაძლიერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი ავრცელებს.
"ტორპედომ" 28 წლის პორტუგალიელ შემტევ ნახევარმცველ ალდაირ ნეტოს ერთწლიანი ხელშეკრულება გაგრძელების პერსპექტივით გაუფორმა. ის ბოლოს აზერბაიჯანის "შამახში" თამაშობდა.
ასევე ერთწლიანი კონტრაქტი გახანგრძლივების პერსპექტივით 24 წლის ნიგერიელ გარემარბ სანდეი ფალეიეს გაუფორმეს, რომელიც გასულ სეზონში ჩეხეთის "დუკლას" ღირსებას იცავდა. ფალეიემ თავისი ქვეყნის ნაკრებში 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
სამურკასოვის კარგი პერიოდი მახსოვს ლოკომიტივში და დარწმუნებული ვარ ქუთაისელთა შეუცვლელი ფეხბურთელი იქნება, წარმატებული დაბრუნება ეროვნულ ლიგაში.
მონტეირო-სანდოხაძე საკმაოდ ძლიერი დაცვის ცენტრია, ამას დამატებული უნიჭიერესი გოგლიჩძე.
ახვლედიანი, კაბაიერო, კაჭარავას ცენტრ ფორვარდების ტრიო ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.
წარმატებები მინდა ვუსურვო ცალკე არაბიძეს, ძალიან მჯერა მისი საფეხბურთო ნიჭის, უნარების და შესაძლებლობების.
ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია ტორპედო ამ სეზონში, ევროსარბიელიც მეტად იმედისმომცემია, იმსახურებდა ქუთაისი და ქუთაისელები ასეთ ძლიერ გუნდს და წარმატებები მათ.