"ტორპედომ" ნიგერიის ნაკრების გარემარბი და პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
"ტორპედო" კიდევ ორი ლეგიონერით გაძლიერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი ავრცელებს.

"ტორპედომ" 28 წლის პორტუგალიელ შემტევ ნახევარმცველ ალდაირ ნეტოს ერთწლიანი ხელშეკრულება გაგრძელების პერსპექტივით გაუფორმა. ის ბოლოს აზერბაიჯანის "შამახში" თამაშობდა.

ასევე ერთწლიანი კონტრაქტი გახანგრძლივების პერსპექტივით 24 წლის ნიგერიელ გარემარბ სანდეი ფალეიეს გაუფორმეს, რომელიც გასულ სეზონში ჩეხეთის "დუკლას" ღირსებას იცავდა. ფალეიემ თავისი ქვეყნის ნაკრებში 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგი სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა ტორპედოს ნამდვილად, კაჭარავას დაბრუნება ეროვნულ ლიგას მეტად საინტერესოს ხდის, ისევე როგორც იმედისმომცემი 20 წლის ბრაზილიელი კაიკე დეივიდის დამატება. შესანიშნავადაა დაკომპლექტებული ყველა პოზიციაზე: მეკარეებიდან-ცენტრ ფორვარდებამდე, თანაც რამდენიმე ისეთი სხვადასხვა პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელია.

სამურკასოვის კარგი პერიოდი მახსოვს ლოკომიტივში და დარწმუნებული ვარ ქუთაისელთა შეუცვლელი ფეხბურთელი იქნება, წარმატებული დაბრუნება ეროვნულ ლიგაში.

მონტეირო-სანდოხაძე საკმაოდ ძლიერი დაცვის ცენტრია, ამას დამატებული უნიჭიერესი გოგლიჩძე.

ახვლედიანი, კაბაიერო, კაჭარავას ცენტრ ფორვარდების ტრიო ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

წარმატებები მინდა ვუსურვო ცალკე არაბიძეს, ძალიან მჯერა მისი საფეხბურთო ნიჭის, უნარების და შესაძლებლობების.

ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია ტორპედო ამ სეზონში, ევროსარბიელიც მეტად იმედისმომცემია, იმსახურებდა ქუთაისი და ქუთაისელები ასეთ ძლიერ გუნდს და წარმატებები მათ.
ერეკლე
13:49 25-02-2023
0
მართლა კაი ფეხბურთელები დაიმატა ტორპედომ,ერთი კაი მწვრთნელი უნდა ტორპედოს.ჩხეტოზე იძახიან ჯიგარიაო,მაგრამ მწვრთნელობაში გაგებაში არ არი და თუ გინდა მოკალი.მარტო შეძახილებით და ფეხბურთელების შექებით სათადარიგო სკამიდან არაფერი გამოვა.
ბაბუაწვერა
12:38 25-02-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული