თბილისის "დინამომ" "სამტრედიას" უპრობლემოდ სძლია

AutoSharing Option
დღეს, 4 მარტს, ეროვნული ლიგის მეორე ტურშის მატჩები ჩატარდა.

თბილისის „დინამომ“ „სამტრედია“ 4:0 დაამარცხა და სეზონის სტარტზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მე-10 წუთზე დედაქალაქური გუნდი სადებიუტო გოლით 17 წლის სიგუამ დააწინაურა, მე-14 წუთზე მეორე გოლი ორიგინალურად შესრულებული პენალტით მოისწრაფიშვილმა გაიტანა, ბოლოს კი ბურიჩენკოვის კარი იმრანმა და მარუშიჩმა დალაშქრეს.

8 მარტს თბილისის „დინამო“ „გაგრას“, „სამტრედია“ კი „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე

დინამო (თბ) - სამტრედია 4:0
გოლები: 1:0 სიგუა (10), 2:0 მოისწრაფიშვილი (14, პენ), 3:0 იმრანი (81), 4:0 მარუშიჩი (90+2)

სხვა მატჩები

შუქურა - სამგურალი 2:1
ტორპედო - დილა 0:0
თელავი - გაგრა 0:0

მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუჭირდებოდათ!))
გიორგი IV
00:46 05-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული