ბათუმის "დინამომ" მოიგო და თბილისის "დინამოს" დაეწია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „სამგურალს“ 2:0 სძლია.

ბათუმის „დინამო“ 16 ქულით მეორე ადგილზეა (თბილისის "დინამოს" მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება) და 8 აპრილს გასვლაზე „თელავს“ შეხვდება, ხოლო „სამგურალი“, რომელიც 9 ქულით მე-4 პოზიციაზეა, 9 აპრილს „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - სამგურალი 2:0
გოლები: 1:0 ღუდუშაური (7), 2: ალთუნაშვილი (24)

მკითხველის კომენტარები / 1 /
Orive goli dzalian lamazi iyo!!!
L.J .
12:12 03-04-2023
0

სიახლეები პოპულარული