"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ქობულეთის "შუქურა" საკუთარ მოედანზე თბილისის "დინამოსთან" 1:2 დამარცხდა და აღნიშნულ შეხვედრაში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, ქომაგებმა გვერდითი მსაჯის მიმართულებით ბოთლი ისროლეს, რადგან ჩათვალეს, რომ ლაინსმენმა აუტი არასწორი მიმართულებით აჩვენა. მართალია, ბოთლი არბიტრს ასცდა, მაგრამ ის "დინამოელ" გაბრიელ სიგუას მოხვდა.

"შუქურას" ფანკლუბმა, "ვიკინგებმა", "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სპეციალური განცხადება გაავრცელეს და ბოდიში გაბრიელ სიგუას მოუხადეს.

"თამაშს რაც შეეხება, ძალიან მაგრად ვიბრძოლეთ და დავმარცხდით, არ გაგვიმართლა და არც წაგებას ვიმსახურებდით, მაგრამ ეს ფეხბურთია.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ გუნდს ვერავინ
დაამარცხებს მარტივად. ჩვენ შეგვილია იმაზე მეტი გავაკეთოთ, რასაც ვაკეთებთ დღეს.

გაბრიელ სიგუასთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს გვერდს არ ავუვლით. ამ ბიჭს ჩვენ, "ვიკინგები", ძალიან დიდ პატივს ვცემთ და გულით ვქომაგობთ. ტრიბუნიდან გვერდითი არბიტრის მიმართულებით ნასროლი ბოთლი მოხვდა გაბრიელს და სიგუ, დიდ ბოდიშს გიხდით, შენ ჩვენი მომავალი ხარ და იცოდე, სულ შენ გვერდით ვიქნებით, გვაპატიე" - წერენ "ვიკინგები" საკუთარ "ფეისბუქგვერდზე".

კარგია, რომ ფანებმა ფეხბურთელს ბოდიში მოუხადეს, თუმცა მსგავსი საქციელი მსაჯის მიმართაც სრულად მიუღებელია. პროტესტის გამოხატვის ძალიან ბევრი ფორმა არსებობს, თუმცა ადამიანისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების მცდელობა, რბილად რომ ვთქვათ, გაუმართლებელი მოქმედებაა. 

altმარუშიჩმა თბილისის "დინამოს" "შუქურასთან" გამარჯვება 90+5-ე წუთზე მოუპოვა

მკითხველის კომენტარები / 5 /
კაი ბოთლის სროლაზე ბოდიშს იხდით, მაგრამ მთელი თამაში რომ არ გაჩერებულხართ და ყველას და ყველაფერს აგინეთ ის რა იყო? პირები გაქვთ თუ უნიტაზები? კლუბის ჯარიმის შეგეშინდათ თორემ არც მაგაზე მოიხდიდით ბოდიშს, ან ეგ რა ბოდიშია მსაჯს ვესროლეთო, სირცხვილია...
იაშა ბიძია
17:26 04-04-2023
0
ძაან არაორგანიზებული გუნდია, მსაჯს ვესროლეთო ჩარჩენილები არიან ესე წინ ვერ წავალთ, ამათი ფეხბურთელი ლაშა კვარაცხელია არ დასაჯეს? ასევე სასიზღრად მოიქცა გორის დილასთან შეხვედრაში როცა წიხლი ჩაარტყა გეილს, საერთოდ ძალიან უხეშად ეთამაშებიან მაგ ბიჭს და რატო ვერ ვხვდები
nika7
14:13 04-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული