თბილისში „ილია კოკაიაზე“ „გაგრასა“ და „დილას“ შეხვედრა 0:0 დასრულდა. 51-ე წუთზე „გაგრას“ ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა მიიჩნია, რომ მის წინააღმდეგ თამაშისას წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი, თუმცა ჯარიმა არ დანიშნეს. ოქრიაშვილმა მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გააძევეს.
„სამგურალმა“ ზესტაფონში „საბურთალოს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. წყალტუბოური გუნდიდან გოლები მეორე ტაიმში დავით მაისაშვილმა და გიორგი ნიქაბაძემ გაიტანეს. 90+1-ე წუთზე არბიტრმა დედაქალაქელთა მცველი გია ჩადუნელი გააძევა, რის შემდეგაც მისმა თანაგუნდელმა ლუკა სილაგაძემ ანგარიში შეამცირა.
შემდეგი ტური 12 და 13 აპრილს ჩატარდება.