ბათუმის "დინამომ" ლიდერობა განიმტკიცა, "სამგურალი" მესამე ადგილზე დაბრუნდა

AutoSharing Option
დღეს, 26 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-10 ტურის ორი მატჩი გაიმართა.

ბათუმის „დინამომ“ „შუქურა“ 3:1 დაამარცხა, 24 ქულით ლიდერია, უახლოესი მდევარი თბილისის „დინამო“ 4 ქულით ჩამოიტოვა და 30 აპრილს რუსთავში „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

„შუქურა“ 6 ქულით მერვე პოზიციაზეა და 30 აპრილს წყალტუბოში „სამგურალს“ შეხვდება.

ბათუმი. „ჯონი ბაკურიძე - ანგისა“
შუქურა - დინამო (ბთ) 1:3
გოლები: 0:1 ფლამარიონი (38), 1:1 ფაცაცია (53, პენ), 1:2 ზარია (68), 1:3 კაპანაძე (82)

„სამგურალმა“ საკუთარ მოედანზე გიორგი ნიქაბაძის მიერ 78-ე წუთზე გატანილი გოლით „გაგრას“ 1:0 მოუგო, ზედიზედ
მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და მესამე ადგილზე დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ნიქაბაძემ მე-19 წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
Jovinom lamazi goli sheagdo...
L.J .
20:44 26-04-2023
0
მე ის მიკვირს კვერნაძეზე რომ წერენ სერიას ა ს გუნდები ინტერესდებიანო ნაპოლიო ფროზინონეო უდინეზეო, მართლა ძალიან გამიხარდება თუ გადავა მაგრამ რანაირად? ბათუმის საქართველოს ჩემპიონატის გუნდში ვერ ხვდება ძირითად შემადგენლობაში და სერიას ა ს გუნდში რანაირად გადადის მითუმეტეს იტალიის ჩემპიონი გუნდიო!!!
pirlo
14:15 27-04-2023
0

სიახლეები პოპულარული