"სამგურალმა" ზედიზედ მეექვსედ იმარჯვა და ბათუმის "დინამოსთან" ერთად ლიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის სამი მატჩი გაიმართა.

გორში თბილისის „დინამო“ და „გაგრა“ უგოლოდ დაზავდნენ და ჩემპიონატს ორი ლიდერი ჰყავს - ბათუმის „დინამო“ და „სამგურალი“.

„სამგურალმა“ სტუმრად „თელავს“ 1:0 მოუგო, ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და ბათუმის "დინამოსთან" ერთად ლიდერია. გოლი შეცვლაზე შესულმა 21 წლის თავდამსხმელმა ლადო ჩიხრაძემ 86-ე წუთზე გაიტანა.

წყალტუბოური გუნდი 10 მაისს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს, რომელსაც 1 ქულით უსწრებს.

„ტორპედომ“ გიორგი ქობულაძის გოლით „სამტრედიას“ 1:0 სძლია და წარუმატებელი სერია შეწყვიტა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
წყალტუბო + ყველა მსაჯი "მაგარია".
ვახო
23:21 08-05-2023
0
სამგურალი საქართველოს ჩემპიონია და არა უბანძესი თბილისის დინამო,ძვალივით რომ აქვს მთელ საფეხბურთო საქართველოს ყელში გაჩხერილი.არც ბათუმის დინამო ფაფით ნაკეთები გუნდი...გაუმარჯოს წყალტუბოს სამგურალს !!!! წინ ჩემპიონობისკენ!!!
gogia
11:42 07-05-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული