ლიდერების შეხვედრა დაძაბული, თუმცა ნაკლებად სანახაობრივი გამოვიდა, მასპინძლები ნიქაბაძემ დააწინაურა, პენალტით კი ანგარიში მამუჩაშვილმა გაათანაბრა, ამით დასრულდა წყალტუბოური გუნდის რვამატჩიანი გამარჯვებათა სერია და სატურნირო ცხრილში კვლავ ორხელისუფლებიანობაა.
24 მაისს „სამგურალი“ რუსთავში „საბურთალოს“ დაუპირისპირდება, ხოლო ბათუმის „დინამო“ „თელავს“ უმასპინძლებს.
წყალტუბო. „26 მაისი“
სამგურალი - დინამო (ბთ) 1:1
გოლები: 1:0 ნიქაბაძე (11), 1:1 მამუჩაშვილი (32, პენ)