კვასხვაძე, ხარაბაძე და სხვა - წიტაიშვილის დამატების შემდეგ ბათუმის "დინამო" კიდევ ხუთი ფეხბურთელით გაძლიერდა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, ბათუმის "დინამო" ევროტურნირების წინ, გიორგი წიტაიშვილის იჯარით აყვანის შემდეგ, კიდევ ხუთი ფეხბურთელით გაძლიერდა. გუნდი მალე ოფიციალურად შემდეგი მოთამაშეების დამატების შესახებ გამოაცხადებს:

როინ კვასხვაძე (მეკარე), ლევან ხარაბაძე (მარცხენა მცველი), ვიტინიო (ნახევარმცველი), ნიკოლაი ყიფიანი (ნახევარმცველი), და ცოტნე ფაცაცია (ნახევარმცველი).

ცოტნე ფაცაციამ გუნდში მოსვლიდან საწყის ვარჯიშებში მუხლზე ტრავმა მიიღო და ვარჯიშს, სავარაუდოდ, 2 კვირაში განაახლებს.

Geo Team-ისვე ცნობით, სანდრო ალთუნაშვილის შემდეგ, ბათუმის "დინამო" მალე გამოაცხადებს თანამშრომლობის დასრულებას 30 წლის ფორვარდ მუსა კონატესთან, რომლის აქტივშიც 13 მატჩში 2 გოლი და 4
საგოლე პასი იყო.

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგაზე ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონების მეტოქე ალბანური "ტირანა" იქნება. პირველი მატჩი ალბანეთში 13 ივლისს გაიმართება, ზღვისპირელები საპასუხო შეხვედრაში ბათუმში 20 ივლისს ითამაშებენ.
მკითხველის კომენტარები / 22 /
გამაგიჟებს ეს ხალხი ერთი კვირაც არაა თამაშამდე დარჩენილი და ახლა ესენი კი არა სუპერ ვარსკვლავები, რომ მიიყვანო ისინი ვერ მოახერხებენ გუნდთან შეთამაშებას და რამე სასარგებლოს გაკეთებას.
ეეე
12:10 07-07-2023
2
საოცარი ტრანსფერებია,გუნდში 2 მარცხენა მცველი იყო და მესამე ხარაბაძე დაამატეს,ისედაც ბევრი ნახევარმცველები ყავდათ და იქაც 3 დაამატეს,თან ჩემი აზრით არცერთია ამ ეტაპზე იმ დონეზე,რომ ევროპაზე გაიბრწყინონ,სამაგიეროდ სადაც პრობლემებია იქ არაფერი ახალი, ვგულისხმობ ცენტრალურ მცველებს და ფორვარდებს.
Givi
11:36 07-07-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული