გიორგი "ხიმკის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ტულის "არსენალშიც" თამაშობდა. სულაქველიძე 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
წყალტუბოელთა ღირსებას 26 წლის უკრაინელი ფორვარდი დენის ბალანიუკიც დაიცავს, რომელიც ბოლოს ბულგარეთის "სპარტაკ ვარნაში" გამოდიოდა.
გიორგი ჭელიძის "სამგურალი" 22 ივლისს "გაგრას" თასზე შეხვდება, 5 აგვისტოს კი ეროვნული ლიგის ეგიდით ესტუმრება.
ორივე "დინამომ" მოიგო; "საბურთალომ" "სამგურალი" შეაჩერა, "დილამ" "გაგრას" აჯობა