"პირატები ვტოვებთ ტრიბუნას!" - ბათუმის "დინამოს" ფანკლუბი განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმის "დინამოს" ფანკლუბი განცხადებას ავრცელებს.

"ვინაიდან და რადგანაც "დინამო ბათუმის" მთავარმა მწვრთნელმა და ხელმძღვანელობამ არ მიიღო ჩვენი აზრით გონივრული გადაწყვეტილება, საჭიროდ ჩავთვალეთ, პირველებს ისევ ჩვენ გვემოქმედა.

კლუბის ხელმძღვანელობასთან და სტაფის წარმომადგენელთან შეხვედრა "ტირანასთან" მატჩის შემდგომ, მეორე დღესვე გავმართეთ. მიღებული პასუხები ჩვენთვის არადამაჯერებელი და მიმდინარე რეალობასთან აცდენილი იყო, თუმცა მოვითათბირეთ და გუნდისთვის გონივრული ვადის მიცემა გადავწყვიტეთ, შედეგად კი ვეტერანებთან შეხვედრა გვთხოვეს. აქვე დიდი პატივისცემა ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, თუმცა შეხვედრას შეხვედრისთვის არ ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ.

2011 წელს, როდესაც ფანკლუბი ფუძნდებოდა,
ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, თუ ამ ფრაზის დაწერა მოგვიწევდა - პირატები ვტოვებთ ტრიბუნას! ვტოვებთ, ვიდრე მთავარი მწვრთნელი არ დაგვემშვიდობება.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ - თუკი ვინმეს სურვილი აქვს მივიდეს სტადიონზე, უმორჩილესად გთხოვთ - პირატების ატრიბუტიკის გარეშე!".

წყარო: Black sea pirates - Dinamo Batumi Fan-Club
მკითხველის კომენტარები / 22 /
ძალიან მაღელვებს ბათუმის პრესტიჟი! უკიდურესი ფორმაა ბოიკოტი, მაგრამ ამ აზრს ვუერთდები, სხვაგვარად არ ესმით. დიდი მწვრთნელები გაუშვიათ, სპორტი გამოირჩევა სიხისტით, სისიასტიკითაც, თუმცა ასეა მოწყობილი. თუ შედეგი გვინდა, რადიკალური ჩარევა აუცილებელია, რით ვერ მიხვდა ამას გუნდის ხელმძღვანელობა?! ახალი სისხლი, ახალი სტრატეგია, განვითარების გეგმა - ვინ მოთვლის რამდენია გასაკეთებელი... შედეგიც მოვა!
მერაბი
27 ივლისი 2023 13:55
0
ძალიანაც კარგი, საიდანმე უნდა აგორდეს ტალღა და მიბაძონ სხვა კლუბებმაც, ეს ბინძური და ნეპოტიზმით დაბინძურებული ფეხბურთი უნდა გასუფთავდეს და ცვლილებები ფედერქციის უმაღლეს საფეხურამდე უნდა მივიდეს, რომ რეალურად გაიმიჯნოს სპორტი და პოლიტიკა! ისევ გულშემატკივრები თუ ვიზამთ ამას! არ დქბლოკოთ გთხოვთ!
რუსთავი
27 ივლისი 2023 13:55
0
არ შევცდე თქო დავგუგლე სახელი პირატი არ უხდება რატომღაც მეკობრე ყაჩაღი განმარტება ფან კლუბს ქომაგი თუ შეიძლება ერქვას ნაკლებად აგრესიული რო დაარქვათ ვერ შეასრულებთ ისე თქვენს ფუნქციას მოვალეობას ?
ნოდო
27 ივლისი 2023 13:45
17
აუუ ეს რა ამბავი გავიგე, ეხლა რა ვქნათ, ამ ამბის შემდეგ როგორ ვიცხოვროთ ??
პირატები ანუ მეკობრეები ???
ნიკა
27 ივლისი 2023 13:43
31
თქვენს გვერდით ვარ მე პირადათ და უამრავი კიდე ვისაც ვიცნობ არ მივა სტადიინზე
აჩი**
27 ივლისი 2023 13:06
5
კი ბატონო,აუცილებლად.პირატები კი არა საერთოდ არავინ უნდა მივიდეს სტადიონზე.ანალოგიურად უნდა მოიქცეს დინამო თბილისის ფან-კლუბი,მაგრამ ასე ხომ არ მოხდება,დინამოს კიარა რომანოზას ჯიბის ფან-კლუბია დინამოს ფანობის უმეტესობა(ყველა არა).
Master
27 ივლისი 2023 12:58
1
აბა რაა გენაცვალეთ ბიჭებო ეგრე უნდა ფულზე დახამებულებს, ეხლა ნახავთ ვინ წარმოადგენდა რეალურ ძალას სტადიონზე! ფეხბურთი მაყურებლებისთვის შეიმნა და არა მწვრთნელებისტვის და პრეზიდენტებისთვის. არ უნდა გადავაყოლოთ მათ საყვარელი კლუბის ინტერესები და სპორტული წარმატებები!!!
ბათუმელი
27 ივლისი 2023 12:47
1
ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. მწვრთნელი-კლუბის ხელმძღვანელმა შეარჩიოს, მწვრთნელმა გუნდი გაწვრთნას, ფეხბურთელმა ფეხბურთი ითამაშოს, ხოლო ქომაგმა უქომაგოს. სტადიონზე არ მისვლა არის თქვენი გადაწყვეტილება, შეიძლება ქომაგობის ახალი ფორმაა, მაგრამ თუ ბერიძე გადაწყვეტს ტრენერის დატოვებას, ამაში ცუდს ვერ ვხედავ.
მწარე
27 ივლისი 2023 12:46
23
ლადი და ასლანიკო
დვალიშვილი
27 ივლისი 2023 12:44
0
აი ეგრე მომწონს პრინციპულობა.
რაბუ
27 ივლისი 2023 12:29
0

სიახლეები პოპულარული