"დინამო თბილისმა" კვლავ დიდი ანგარიშით მოიგო; ბათუმელებმა ქულა გადაარჩინეს

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 22-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. ორივე "დინამო" შინ თამაშობდა: ლიდერმა ბათუმელებმა "სამტრედიასთან" ფრედ 1:1 ითამაშეს, თბილისელებმა კი შვიდგოლიან შეხვედრაში სძლიეს წყალტუბოს "სამგურალს" - 5:2. ერთი ჰეთ-თრიქიც ვნახეთ.

დინამო თბ 5:2 სამგურალი

"დინამო თბილისმა" შინ 5:2 მოუგო წყალტუბოს "სამგურალს". ეს ანდრეს კარასკოს მეორე მატჩი იყო დინამოელთა მწვრთნელის რანგში და გუნდმა ჯამში 11 გოლი გაიტანა... წინა ტურში 6:1 სძლიეს "გაგრას".

"სამგურალთან" განსხვავებული თამაში გამოდგა და 72-ე წუთისთვის ფრე იყო. პირველივე წუთებზე ულად-ომარ იმრანმა ახლოდან დარტყმით გახსნა ანგარიში და სეზონში
მე-13 გოლი გაიტანა.

"სამგურალს" რამდენიმე წუთში მიეცა გათანაბრების შანსი, მაგრამ ნიკა კალანდარიშვილმა პენალტი ვერ გაუტანა გიორგი ლორიას. 37 წლის ლორიამ ფეხით მოიგერია ბურთი. სამაგიეროდ, მალევე ზორან მარუშიჩმა 2:0 გახადა ანგარიში...

პირველ ტაიმში "სამგურალმა" ერთი მაინც გაიტანა, კერძოდ, იაპონელმა ტაიკი კაგაიამამ არეულობის შემდეგ ახლოდან შეაგორა ბურთი კარში. მეორე ტაიმში კი ნიკა ხორხელმა საშუალო მანძილიდან ახლო კუთხეში გაუტანა ლორიას და 2:2. ხორხელი მხოლოდ ერთი წუთის შესული იყო მინდორზე.

72-ე წუთი ვახსენეთ და სწორედ ამ დროს გაიტანა "დინამომ" მესამე გოლი. შეცვლაზე შესულმა დავით სხირტლაძემ მარუშიჩის პასის მერე ტექნიკურად შეასრულა.

ორ წუთში უკვე მარუშიჩმა მიითვალა გოლი სხირტლაძის პასით და 4:2. მატჩის ბოლოს კი სერბმა ფორვარდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. მარუშიჩს 10 გოლი მოუგროვდა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

"დინამო თბილისი" მეოთხედან მესამე ადგილზე გადავიდა. ახლა "სამგურალია" მეოთხეზე...

დინამო ბთ 1:1 სამტრედია

ბოლოსწინა ადგილზე მყოფი "სამტრედია" ძალიან ახლოს იყო, რომ ლიდერთან სამი ქულა აეღო. საბოლოოდ, ფრე 1:1.

70-ე წუთზე სამტრედიელთა აზერბაიჯანელთა შემტევმა აბდულა ხაიბულაევმა ოსტატურად გაიტანა. საინტერესოა, რომ დაბადების დღე ჰქონდა, 22 წლის გახდა და ასე გოლით აღნიშნა. თუმცა შეხვედრის ბოლოს მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს...

"სამტრედია" მსაჯის მიერ დამატებულ მერვე წუთამდე იგებდა. და ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა არეულობაში ახლო მანძილიდან შეძლო გათანაბრება. ეს ფლამარიონის მე-14 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ერთი ბურთით უსწრებს იმრანს.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
მსაჯის მიერ დამატებულ მერვე წუთზე ბათუმს, რომ გაეშვა მისი ტენდენციური ფანები ეგრევე დაიწყებდნენ მსაჯები გვჩაგრავენო.
ტტტ
08:52 20-08-2023
3
Tbilisis dinamom sakutar tavze gamoscada rogor sheidzleba amuxruchebdes mwvrtneli gunds, imedia batumis xelmdzgvanelobac male gaaxels tvals
Gel-100
09:22 20-08-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული