წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ბათუმის "დინამოს" ახალი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გახდეს.

მოგეხსენებათ, გუშინ ამავე წყარომ გვამცნო, რომ გია გეგუჩაძემ ზღვისპირელთა დამრიგებლის პოსტი დატოვა, თუმცა კლუბს ეს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

ახლა კი ვიგებთ, რომ ბათუმელები ახალ მესაჭედ რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, ჭიაბრიშვილი მთავარი კანდიდატია, გუნდსა და მწვრთნელს შორის კონტაქტი უკვე შედგა. მხარეები საბოლოო დეტალებს ათანხმებენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიაბრიშვილმა 4 აგვისტოს დატოვა თბილისის "დინამო" და უქმობა 2 კვირაზე ოდნავ მეტი მოუწია.
მკითხველის კომენტარები / 55 /
გეგუჩაძე რომ წავიდა მაშინვე ეს გავიფიქრე, რომ ჭიაბრიშვილი ბათუმში წავიდოდა და გეგუჩაძე თბილისში, ერთი ახდა უკვე, ახლა მეორეს ველოდებით.
anti
21 აგვისტო 2023 11:44
2
აი ამას ქვია კარუსელი.
roma bejanidze
21 აგვისტო 2023 11:02
1
თავმოყვარეობა საერთოდ არააქვთ ტიპებს...
გიორგი
21 აგვისტო 2023 12:17
1
ისე ამ ქართველი ეგრეთწოდებული მწვრთნელების მიკვირს, საიდან ამხელა ამბიცია, ეგრევე უმაღლეს ლიგასა და ნაკრების მწვრთნელობაზე რომ აქვთ პრეტენზია!!! ცოტაოდენი ნამუსი და სწავლის სურვილი მაინც გაგაჩნდეთ! მერამდენეთ უნდა დაამტკიცოთ უვიცობა, რით ვერ გაიგეთ რომ თქვენი საზომი საერთაშორისო თამაშებია და იქ თქვენს გაწვრთნილ გუნდს მწვრთნელი ყავს თუ არა საერთოდ არ იგრძნობა!!!
rigiti
21 აგვისტო 2023 12:24
0
მოჯადოებული წრე
ჯვარს ეცვი თუ გინდა საშველი, არ არის არ არის არ არის
21 აგვისტო 2023 11:04
2
გასაოცარი რამეები ხდება დინამოებს შორის! არ გამიკვირდება გეგუჩაძე, თუ თბილისში გადმოვა ფიფიასთან!
მწვრთნელი
21 აგვისტო 2023 10:47
2
იცით რა მაინტერესებს? ნეტა ამ კომენტარებს დავიჯერო არ კითხულობს ბათუმის დინამოს ხელმძღვანელობა? თუ მართლა ასეა და კითხულობენ, ის მაინც წაიკითხონ რომ 1 კომენტარიც არაა დადებითად დაწერილი, ესეიგი გამოდის რომ გულშემატკივარს არ უნდა ეს მწვრთნელი და თუ გულშემატკივრის ინტერესს ეწინააღმდეგება, მაშ ვისთვის გინდათ ფეხბურთი და საერთოდ ეს კლუბი? დაიმახსოვრეთ რომ ფეხბურთში მთავარი არის გულშემატკივარიიიიიიი და მათ გარეშე გუნდის ფასი არის ნული.
იმედია პირატები და ზოგადად დინამო ბათუმის ფანობა არ დაუშვებს ჭიაბრიშვილის დანიშვნას.
ქობულეთიდან
21 აგვისტო 2023 13:00
2
გაგი მარგველაშვილის წაყვანა არ დაგავიწყდეს
Superman
21 აგვისტო 2023 12:04
0
სავარაუდოთ დავრწმუნდი რომ ჩვენთან ფეხბურთი არ იცინ. ამან დინამო თვილისი გააფარჩაკა და ეხლა გაფარჩაკებულ დინამოსაც მიაყოლებს
Batumi
21 აგვისტო 2023 10:59
4
ბათუმელებო, დაკალით მამალი!
ფეოლა
21 აგვისტო 2023 10:48
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული