წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ბათუმის "დინამოს" ახალი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გახდეს.

მოგეხსენებათ, გუშინ ამავე წყარომ გვამცნო, რომ გია გეგუჩაძემ ზღვისპირელთა დამრიგებლის პოსტი დატოვა, თუმცა კლუბს ეს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

ახლა კი ვიგებთ, რომ ბათუმელები ახალ მესაჭედ რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, ჭიაბრიშვილი მთავარი კანდიდატია, გუნდსა და მწვრთნელს შორის კონტაქტი უკვე შედგა. მხარეები საბოლოო დეტალებს ათანხმებენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიაბრიშვილმა 4 აგვისტოს დატოვა თბილისის "დინამო" და უქმობა 2 კვირაზე ოდნავ მეტი მოუწია.
მკითხველის კომენტარები / 55 /
ვაის გავეყარე და უის შევეყარეო
ტაჰამატა
21 აგვისტო 2023 13:49
1
ეგენი და სხვანიც - გინდა ღობის აქეთ დააბი და გინდა ღობის იქით . . . . .
ანდაზა ხალხური
21 აგვისტო 2023 12:42
0
ვაი თქვენს პატრონს, გეგუჩაძე თბილისის დინამოში დანიშნეთ კიდე და ეგაა ქართული საკლუბო ფეხბურთი და ქართულად საქმის კეთება
zura
21 აგვისტო 2023 10:56
2
ეეეეეეეეეეეე ვაი ტქვენს პატრონს
kaka
21 აგვისტო 2023 12:13
0
აბსურდის თეატრი!!!! აქ არც გეგუჩაძე და არც ჭიაბერაშვილი არაფერ შუაშია, მთავარი პრობლემა ხელმძღვანელობაა პირადად ბერიძე. ვინ ყავს ამისთანა პატრონი ამდენს რო ბედავს!!! ფუ...
rigiti
21 აგვისტო 2023 12:09
2
გეგუჩაძე თბილისში წავა ჭიაბრიშვილი ბათუმში. ჩვენი ფეხბურთი ისევ იქ იქნება წუმპეში და მალტისა და ფარერების იოლი ლუკმა ვიქნებით მანამ, სანამ არ იქნება კონკრეტული გეგმა და ნაბიჯები გაწერილი რა რის მერე უნდა იყოს და ბავშვთა ფეხბურთი არ იქნება მასობრივი და ხელმისაწვდომი. განათლებული და კვალიფიციური მწვრთნელებით და ევროპული ინფრასტრუქტურით. სანამ არ იქნება ძლიერი კონკურენცია ამწუხაროდ ასე ვიღლიცინებთ სულ.
qomagi
21 აგვისტო 2023 12:40
2
მასწავლებელმა მინიმუმი შეძლო და შეგირდი იზამს კია რაიმეს?!
გამოცდილება და სწავლება მეგობრებო. კვალიფიკაციის ამაღლებაა საჭირო!...
ლაშა
21 აგვისტო 2023 12:17
0
დინამო ააყვავა და ეხლა ბათუმს მისდგა :D ცირკები ხართ რა!!!
pablo
21 აგვისტო 2023 14:47
0
ცირკია რა.დ
გოგი
21 აგვისტო 2023 13:02
1
გული მიგრძნობს რომ გაისად ყველა ქართული გუნდი იგივე შემადგენლობით გავა ევრო ტურნირების შესარჩევზე როგორც წელს, უბრალოდ სხვა გუნდების სახელებით იქნებიან და შედეგიც ზუსტად იგივე გვექნება.
ან ძალიან უცოდინარი ხალხი უდგას სათავეში ქართულ გუნდებს ან ხალხის ნერვებზე თამაში მოწონთ :(
სამწუხაროა
21 აგვისტო 2023 13:01
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული