გადაწყვეტილება შეიცვალა - ბათუმის "დინამოს", სავარაუდოდ, ანდრეი დემჩენკო ჩაიბარებს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი, სავარაუდოდ, გორის "დილას" ამჟამინდელი დამრიგებელი ანდრეი დემჩენკო გახდება.

Geo Team-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზღვისპირელები რამდენიმე სპეციალისტთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და მათგან ფავორიტი გიორგი ჭიაბრიშვილი იყო.

რამდენიმე წუთის წინ კი იმავე წყარომ დაწერა, რომ ბოლო საათებში ბათუმელები უკრაინელ მენეჯერთან მოლაპარაკებებში დაწინაურდნენ, დღესვე მას პირად კონტრაქტსაც გადაუგზავნიან და ახლა კლუბის ჩაბარების მთავარი კანდიდატი სწორედ ისაა.

დემჩენკოს "დილასთან" შრომითი ხელშეკრულება აკავშირებს, ამიტომ "დინამოს" გორელებისთვის გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევს.

Geo Team-ი წერს, რომ გიორგი ჭიაბრიშვილსა და ბათუმის "დინამოს" შორის მოლაპარაკებები
მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც ჩანს, აჭარლების პირველი არჩევანი უკრაინელი მწვრთნელია. საბოლოო გადაწყვეტილებას თავად დემჩენკო მიიღებს.

altწასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

მკითხველის კომენტარები / 35 /
ბიუჯეტს თუ არ გაასამმაგებენ, ვერად ვერ გავლენ მაინც. პრობლემა მწვრთნელი არ იყო, პრობლემაა გუნდს რომ არ აძლიერებენ.
The
21 აგვისტო 2023 20:46
1
ჭიაბრიშვილი? ამათ არ უყვართ ეტყობა თავიანთი კლუბი,
გაკვირვებული
21 აგვისტო 2023 17:07
2
მე სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ეს თავმოყვარე მედია არხები რატო იღებთ ინფორმაციებს ისეთი ჭორიკანა წყაროებიდან როგორიცაა GEO თიმი, ტიპი ათას ჭორს მოკრავს ყურს და ეგრევე ექსკლუზივად წერს. რო გეკითხა წყალი არ გაუვაო ჭიაბრიშვილიო, ეხლა დემჩენკოო, ჩვეულებრივი სოფლის ორღობის ჭორიკანა კაცია და თქვენ კიდე აპიარებთ
მკითხველი
22 აგვისტო 2023 10:48
7
სხვა არ ვიცი მარა გუშინ რო წერდა ეგ GEO თიმი დარწმუნებით დემჩენკო ბათუმშია მოლაპარაკებაზეო ეგ დიდი ტყუილი იყო. დემჩენკო თბილისიდან არ გასულა გუშინ.
baba
22 აგვისტო 2023 13:21
0
ბათუმის დინამომ ჯერ დილას ვალი გადაიხადოს ნისიად რო ყავს ფეხბურთელები წაყვანილი. მომინდომეს დემჩენკო. სხვა ქართულ გუნდში დილას გარდა არ იმუშავებს ეს კაცი რატო არ გესმით?
dila
21 აგვისტო 2023 15:48
4
რა ნამუსით უნდა აეყვანა ჭიაბრიშვილი ვერ ვხდები, მადლობა პირატებს..!!!!! გეგუჩაძე არ იყო თანამედროვე შემტევი, ვიღაც იტყვის რაც ყავდა იმით უტევდაო, მაგრამ გადახედეთ გორის დილას ტორპედოს საბურთალოს და ნახავთ რა სხვაობაა თამაშის ხარისხში და მონდომებაში, ხელფასები იცოცხლე 2 თვის ერთად ღებულობენ ფუფუნებაში იყვნენე და სირბილიბარ უნდათ, მე გეგუჩაძის აქტიურობა არ დამინახია სათადარიგო სკამიდან იჯდა მარტო და არც ჟურნალისტებთან, როგორიც მდორე ტიპია ისეთ ბეხბურთს თამაშობენ, თბილისის დინამოს იმ წელს დაუცდა ფეხი თუ დააცდენინეს კაცმა არ იცის და გავხდით ჩემპიონები, და სადაც მართლა გამხდარიყო უნდა იქ 9 ქულა ჭოროხს გაატანეს
აჩი
21 აგვისტო 2023 17:44
4
წარმატებები ბათუმის დინამოს. დემჩენკო ნამდვილად შესანიშნავი ვარიანტია. დილას კი დააკლდება დემჩენკო, მაგრამ იმედია არანაკლებ კარგ სპეციალისტს გამონახავს. ასეა, კვალიფიციური მწვრთნელი გაცილებით უფრო მეტად ფასობს.
ლაშა
21 აგვისტო 2023 16:51
4
იღონდ ეს სამართლე აღმოჩდეს! როგორ მინდოდა! აი დაიმახსოვრეთ, თუ მართვა დემჩენკო დაინიშნა; ბათუმი ძალიან მაგრად გაქაჩავს!
Gio-T
21 აგვისტო 2023 16:00
6
მწრთვნელი გასაგებია, მაგრამ რაც აზაროვის შესახებ იმფო გავრცელდა შახტარში 3 მილიონად გადასვლის შესახებ,რა შეიძლება ეწოდოს ბათუმის დინამოს პრეზიდენტის,საპატიო პრეზიდენტისა და საერთოდ სტაფის საქციელს,როდესაც ფეხბურთელი სულ რაღაც 9 თვის წინად 300 ათასად გაყიდეს-მავნებლოდა,საბოტაჟი,გულგრილობა,გარიგება და კიდევ ათასი უსიამოვნო ეპიტეტი. ამათი რა უნდა იწამო საერთოდ-ეს გაჭირვებული ქვეყანა ბიუჯეტიდან აფინანსებს კლუბებს და ესენი სემიჩკის ფასად ყიდიან ძვირადღირებულ ფეხბურთელებს......ფუ თქვენიი...
შულაია
22 აგვისტო 2023 17:58
0
სოსო ფრუიძე მშვენივრად ათამაშებდა ჩიხურას ევროპაზე, მარა ვის ახსოვს დღეს.
ეეე
21 აგვისტო 2023 19:51
4
ჩემი აზრით კი ეს ყველაფერი უაზრო პინ-პონგს გავს, კიდევ გაგრძელდება უშედეგოდ, თუ ძირეული ცვლილებები არ მოხდება, პატარა ასაკიდან არის დასაწყები, უცხოელი მწვრთნელები უნდა ჩამოიყვანონ რეგიონების მიხედვით,შეიძლება მობილურად აკონტროლონ სამწვრთნელო პროცესი, მაგ ბელგიიდან ან ნიდერლანდებიდან. პარალელურად ნიჭიერი ბავშვების მშობლებთანაც ექნებათ სამუშაო, ფსიქოლოგების ჩართულობით, ხომ დამტკიცებულია რომ ჩვენს ახალგაზრდებს მენტალური პრობლემები აქვთ, მოტივაციასთან, პასუხისმგებლობასთან და პროფესიონალიზმის ცნებასთან დაკავშირებით, და არა მარტო მათ, მთელი ქვეყნის დიდი ნაწილს, პოლიტიკოსების ჩათვლით, უფრო სწორედ თამადობით...
გუსანი
21 აგვისტო 2023 16:50
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული