"სამგურალმა" კოტ-დ'ივუარელი თავდამსხმელი დაიმატა

AutoSharing Option
"სამგურალმა" 26 წლის კოტ-დ'ივუარელი თავდამსხმელი გნამიენ იიკპე დაიმატა, - ამის შესახებ წყალტუბოური კლუბი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:

"ჩვენი გუნდის ახალწვეული გნამიენ იიკპე ბოლოს მაროკოს ჩემპიონატში "ტიჰად დე კასაბლანკასა" და "ხემისეტში" თამაშობდა.

"სამგურალის" სპორტულმა დირექტორმა მიხეილ აშვეთიამ გნამიენს, სიმბოლურად, გუნდის 39-ნომრიანი მაისური გადასცა და კოტ-დ'ივუარელ ლეგიონერს წარმატებები უსურვა.

"მოხარული ვარ, რომ "სამგურალს" შემოვუერთდი. გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, ვეცდები ჩემი საუკეთესო თვისებები გამოვავლინო და გუნდს მიზნის მიღწევაში დავეხმარო. ქართული ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. თუმცა, აქ ჩამოსვლის შემდეგ, რამდენიმე მატჩს დავესწარი და საკმაოდ
კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. გუნდები კარგ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ", -  განაცხადა გნამიენ იიკპემ".

მკითხველის კომენტარები / 3 /
საიდან მოჰყავთ ასეთი ბანძი ლეგიონერები ვერ ვხვდები, კარიერაში 20 გოლი რომ არ აქვთ გატანილი.
გიო
07:54 27-08-2023
0
ღმერთო შენ გვიშველე
დინამოელი
12:34 27-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული