ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
AutoSharing Option
"დინამო თბილისსა" და ბუდაპეშტის "ფერენცვაროშს" შორის გიორგი ხარაიშვილის იჯარასთან დაკავშირებით მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ქართველი ნახევარმცველი თბილისურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.
გიორგი ხარაიშვილი "დინამო თბილისს" 2023 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ნახევარმცველმა ლურჯ-თეთრების რიგებში 25 მატჩი გამართა. მის ანგარიშზე ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.
საქართველოს გუნდებიდან,კონტრაქტის პირობები,რატომღაც ან საიდუმლოდ რჩება,ან კიდევ ისეთ თანხებს ასახელებენ,რომელზეც ხვდები რომ არარეალურია და გატყუებენ.გიორგის წარმატებებს ვუსურვებ!
ხარაიშვილი მართლაც მაგრად აეწყო ერთი პერიოდი მაგრამ ტრამვებმა და ჩერნიშოვის ფერენცვაროშში გადასვლამ ვაფშე დააკარგინა ფორმა და ვეღარც თამაშობს და იღდგენს თავის ფორმას იმედი მაქ მალე დაუბრუნდება საქართველოს ნაკრებს და სადმე ტოპ კლუბშიც ვიხილავთ მალე...ისე მოისწრაფიშვილი და მექვაბიშვილი ორივე იმსახურებს ტოპ ჩემპიონატში თამაშსს იმედია ეს მალე მოხდება წარმატებებიი ყველას